შესაძლოა, მთელი ცხოვრება იყენებდე დეკორატიულ კოსმეტიკას, მაგრამ ბოლომდე არ იცოდე მისი შესაძლებლობები. გთავაზობთ ცნობილი ვიზაჟისტების რჩევებს:
თუ ხელთ არ გაქვთ მოცულობის მიმცემი ტუში, გამოიყენეთ ჩვეულებრივი ფხვიერი პუდრი. პუდრი მიიფრქვიეთ წამწამებზე, შემდეგ წაისვით ტუჩში – წამწამები უფრო ხშირი და ფუმფულა გამოჩნდება. გამოხედვა უფრო გამჭოლი და მბრწყინავი რომ გახდეს, გამოიყენეთ თეთრი სადაფისფერი ჩრდილი, რომელსაც წაისვამთ თვალის შიდა კუთხეში, ზედა და ქვედა ქუთუთოზე ასო V-ს ფორმით.
საღამოს შეხვედრის წინ, თუ გინდათ, სწრაფად შეისწოროთ მაკიაჟი, გამოიყენეთ ქაღალდის სველი ხელსახოცი. დაისველეთ სახე, მოიშორეთ დღის განმავლობაში დაგროვებული მტვერი. ამის შემდეგ მსუბუქად გადაისვით პუდრი. წამწამებზე ტუშს ნუღარ წაისვამთ, რადგან საღამოს ტუში ჩამოცვენას დაიწყებს.
საქმიანი ქალის დღის მაკიაჟი ენერგიული უნდა იყოს. ამის მიღწევა შესაძლებელია პომადის დახმარებით. ოფისში რეკომენდებულია ნათელი ფერის გლუვი პომადა, სტაფილოსფრიდან ქლიავისფრამდე. ის კარგად შეესაბამება საქმიან კოსტიუმს და ბიზნესლედის ქალურ იერსახეს აძლევს. საღამოს ღონისძიების წინ პომადაზე შეიძლება პრიალა საცხის წასმა, რათა ნაკლებად ოფიციალური იერი მიიღოთ.
მაკიაჟმა დიდხანს რომ შეინარჩუნოს სახე, წაისვით ტონალური კრემი უშუალოდ გაწმენდილ კანზე, არ გამოიყენოთ მაკიაჟის საფუძველი. შემდეგ გადაისვით პუდრი და წაისვით რუჯი. აიღეთ 3 კუბი ყინული და ენერგიული, წრიული მოძრაობებით წაისვით სახეზე. არ შეგეშინდეთ მაკიაჟის გათხაპნის – თითოეული კუბი გამოიყენეთ, სანამ დნობას დაიწყებს.
გააკეთეთ აქცენტი სახის სამ მკაცრ განსაზღვრულ წერტილზე. I წერტილი – წარბქვეშ მიდამოს შიდა მხარე. წაისვით რუჟი წარბის გასწვრივ; II- ღაწვი და ღაწვქვეშა სივრცე – ოდნავ შეახეთ რუჯი და ბოლოს ზედა ტუჩი დაიხატეთ წარბის ხაზის პარალელურად. აღნიშნული წერტილები წარმოქმნის რომბს, სახე ვიზუალურად გადატკეცილია, უფრო ახალგაზრდულად და ნათლად გამოიყურება.
ამ ტექნიკის დაუფლებით ნებისმიერ ქალს შეუძლია, უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს მხოლოდ პომადისა და რუჯის დახმარებით.