“როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს ერთი კომენტარიც კი, შეიძლება უწყინარი, მაგრამ მთელი დღე გაგიფუჭოს” – ლელა მებურიშვილი მიმართავს აუდიტორიას
მსახიობი ლელა მებურიშვილი მეუღლესა და შვილებთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს. ლელას მეუღლე დიპლომატი ბაჩო საგანელიძეა.
ლელა ხშირად აქვეყნებს ბრიტანული ცხოვრების კადრებს ოჯახთან ერთად. ამჟამად ლელამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ცუდ კომენტარებზე ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება დაუკარგოს ადამიანს მოტივაცია და თბილი სიტყვებით, როგორ შეგვიძლია დავაბრუნოთ თავდაჯერებულობა.
,,დღეს შემხვდა ულამაზესი გოგონას პოსტი, სადაც გულისტკივილით წერდა, როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს ერთი კომენტარიც კი, შეიძლება უწყინარი, მაგრამ მთელი დღე გაგიფუჭოს. გაკრიტიკებს, მარტივად და უხეშად შეიძლება მოგწეროს, როგორი გასუქებული ხარ, დასაკლები ხარ, რას დამსგავსებიხარ ან როგორ შეიცვალე, ერთი შეხედვით პატარa და უწყინარი კომენტარი. დამიჯერეთ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც გულზე არ მოხვდება ეს.
ვფიქრობ, სოციალური ქსელი იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ რაღაცნაირად გვერდში დავუდგეთ ადამიანებს, დავეხმაროთ, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და პირიქით გავაძლიეროთ” – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi


