შემოდგომისა და ზამთრის ცივ საღამოებს, ალბათ, ყველაზე მეტად საინტერესო ფილმები ამრავალფეროვნებს. დღეს გაგიზიარებთ 2025 წლის 3 ყველაზე განხილვად ფილმს, რომლებიც შესაძლოა, ჯერ არ გინახავთ:
,,F1″

1990-იან წლებში სონი ჰეისი ფორმულა 1-ის ამომავალი ვარსკვლავი იყო, მაგრამ სერიოზული ავარიის შემდეგ მას კარიერის დატოვება მოუწია. შემდეგ ის არალეგალურ შეჯიბრებებში მონაწილეობდა და ტრაილერში ცხოვრობდა… ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მისი ახლო მეგობარი, რუბენ სერვანტესი, მას მაცდურ წინადადებას შესთავაზებს. სონის აქვს შანსი, ძველი დიდება დაიბრუნოს. ფილმში მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს და მის შესანიშნავ გარდასახვას კიდევ ერთხელ ვიხილავთ.
“შავი ჩემოდანი”

მაღალი კლასის დაზვერვის აგენტები, მეუღლეები ჯორჯ ვუდჰაუსი და კეტრინ სენტ ჟანი ლონდონში ცხოვრობენ. თუმცა, კეტრინს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ. ჯორჯმა ოჯახისა და პროფესიის ერთგულებას შორის ძალიან რთული არჩევანი უნდა გააკეთოს…
“ლილო და სტიჩი”

დისნეიმ ლეგენდარული მულტფილმის მხატვრული რიმეიქი გამოუშვა. ფილმმა მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი მოხიბლა. როგორც ამბობენ, ჯობს, ვიდრე ფილმს ჩართავთ, ცრემლების მოსაწმენდად ხელსახოცები მოიმარაგოთ. სტიჩისა და მისი პატარა მეგობრის, ლილოს, თავგადასავალი მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi


