ყოველი ქართული ოჯახისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია ახალი წელი.
ახალი წელი რომელიც დიდი დოზით შეიცავს წარმართულ წეს-ჩვეულებებს, თუმცა ძალიან პოპულარულია საქართველოში. ახალი წლის განსაკუთრებული პოპულარობა ჩვენში, გარკვეულწილად, საბჭოთა ეპოქამაც განსაზღვრა.
წინაქრისტიანულ ეპოქაში, ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, სპეციალური რიტუალები იმართებოდა, რომლის დროსაც ნაყოფიერებისა და სიუხვის მფარველ ღვთაებას – აგუნას – შესთხოვდნენ, რომ წელი ყოფილიყო მოსავლიანი და ბარაქიანი.
ევროპის ქვეყნებში შობა-ახალი წლისთვის თუ ნაძვის ხეს რთავენ, საქართველოში ტრადიციულია ჩიჩილაკი – სიცოცხლისა და მოსავლიანობის სიმბოლო. ჩიჩილაკი ითლება თხილის ხის ტოტებისგან. მის ტალღურად განლაგებულ ხის ანათალებზე მაგრდება სხვადასხვა ტკბილეული, კენკრა და ხილი. ეს ტრადიცია უმეტესად დასავლეთ საქართველოში არსებობს და შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. ჩიჩილაკს მეორენაირად „ბასილას წვერს“ უწოდებენ, რაც უკვე ქრისტიანობის გავლენაა და წმინდა ბასილი დიდის სახელს უკავშირდება.
საქართველოს ყველა კუთხეში ასეთი საშობაო ტრადიცია არსებობდა – მამაკაცების გუნდი ჩამოივლიდა უბნებს და თითოეულ ოჯახს ალილოს სიმღერით ულოცავდა შობის დადგომას. ოჯახები, თავის მხრივ, უმასპინძლდებოდნენ იმით, რაც მოეპოვებოდათ – პურით, კვერცხით, ცოტაოდენი ფულით, ჩირეულითა და სხვადასხვა ნუგბარით. ამ ტრადიციამ, გარკვეული ფორმით, დღემდე მოაღწია.
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები