კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

0
103
#image_title

ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორი, ელდარ შენგელაია გარდაიცვალა.

ელდარ შენგელაიამ თავისი შემოქმედებით ქართული ხელოვნება გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა, ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრესინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.

მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

კინორეჟისორმა ქართველი ხალხის გულებსა და ცნობიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა.

ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია #shenisilamaze.ge

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ნაქსოვი ტანსაცმელი - 2024 წლის ზაფხულის ერთ-ერთი ყველზე აქტუალური ტენდენცია

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ