რეჯინა ბრეტის ცხოვრებისეული რჩევები და გაკვეთილები

რეჯინა ბრეტი – მისი ცხოვრებისეული რჩევები

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
4 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

რეჯინა ბრეტი ამერიკელი მწერალი, ორჯერ პულიტცერული პრემიის ლაურიატი გახლავთ.

რეჯინა ბრეტი – მისი 90 წლის ასაკში შედგენილი 45 გაკვეთილის სია, რომელიც ცხოვრებამ ასწავლა.

1) ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგი.

2) თუ ორჭოფობ, გადადგი ნაბიჯი წინ.

3) სიცოცხლე ძალზე ხანმოკლეა, რომ ის სიძულვილზე დახარჯოთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

4) სამსახური არ იზრუნებს შენზე, როდესაც ავად გახდები. ამას გააკეთებენ შენი მშობლები და მეგობრები. გაუფრთილდი ამ ურთიერთობებს.

5) ყოველ თვე გადაიხადე ვალები.

6) აუცილებელი არ არის ყველა კამათში გაიმარჯვო. დაეთანხმე ან არ დაეთანხმო.

7) იტირე ვინმესთან ერთად. ეს უკეთ კურნავს, ვიდრე მარტოობაში ტირილი.

8 ) დასაშვებია ღმერთზე გაბრაზება. ის გაგიგებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

9) პენსიისთვის ფულის შეგროვება პირველივე ხელფასიდან დაიწყე.

10) როდესაც საქმე შოკოლადს ეხება, შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს.

11) შეეგუე შენს წარსულს, რათა მან მომავალი არ გაგიფუჭოს. – ამბობს რეჯინა ბრეტი.

12) შეგიძლია თავს უფლება მისცე შვილების თანდასწრებით იტირო.

13) ნუ შეადარებ შენს ცხოვრებას სხვებისას. შენ წარმოდგენაც არ გაქვს რისი გადატანა უწევთ მათ.

14) თუ ურთიერთობა გასაიდუმლოებული უნდა იყოს, არ ღირს ამაში მონაწილეობის მიღება.

15) შესაძლებელია ყველაფერი თვალის დახამხამებაში შეიცვალოს, მაგრამ ნუ იდარდებ, დიდხანს არაფერი გრძელდება.

16) ღრმად ჩაისუნთქე, ეს აწესრიგებს აზრებს.

17) გათავისუფლდი ყველაფრისგან რაც არ შეიძლება უწოდო სასარგებლო, ლამაზი ან სახალისო.- გვირჩევს რეჯინა ბრეტი

18) რაც არ გკლავს, გაძლიერებს.

19) არასოდეს არის გვიან გქონდეს ბედნიერი ბავშვობა. ოღონდ მეორე ბავშვობა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.

20) როდესაც დგება დრო, რომ უნდა მისდიო იმას რაც გიყვარს, ნუ იტყვი უარს.

21) აანთე სანთლები, გამოიყენე კარგი თეთრეული, ატარე კარგი საცვლები. ნურაფერს შეინახავ განსაკუთრებული შემთხვევისთვის. ის განსაკუთრებული შემთხვევა დღესაა.

22) რეჯინა ბრეტი და მისი შემდეგი რჩევაა : კარგად მოემზადე, მაგრამ მოხდეს ის, რაც მოსახდენია.

READ  ტესტი: აირჩიეთ ქალის სილუეტი და გაიგეთ რას ფიქრობენ კაცები, როცა გიყურებენ

23) იყავი ექსცენტრული ეხლა. ნუ დაელოდები სიბერეს, რომ ატარო ფერადი ტანსაცმელი.

24) ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო სექსში – ტვინია.

25) შენს გარდა არავინაა პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე.

26) ყოველი უბედურებისას კითხე შენს თავს: იქნება ეს მნიშვნელოვანი ხუთ წელიწადში?

27) ყოველთვის აირჩიე სიცოცხლე.

28) ყველას ყველაფერი აპატიე.

29) არ უნდა გაღელვებდეს ის, რას ფიქრობენ შენზე სხვები.

30) დრო თითქმის ყველაფრის მკურნალია. მიეცი დროს დრო.

31) არ აქვს მნიშვნელობა სიტუაცია კარგია თუ ცუდი – ის შეიცვლება.

32) ნუ აღიქვამ შენს თავს სერიოზულად. ამას არავინ აკეთებს. – გვირჩევს რეჯინა ბრეტი.

33) გჯეროდეს სასწაულების.

34) ღმერთს შენ იმიტომ უყვარხარ, რომ ის ღმერთია და არა იმიტომ, შენ რაღაც გააკეთე თუ არა.

35) ნუ დაიწყებ ცხოვრების შესწავლას. შენ ჩნდები მასში და აკეთებ იმდენს, რამდენსაც მოასწრებ.

36) დაბერება უფრო მომგებიანი ალტერნატივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა.

37) შენს შვილებს მხოლოდ ერთი მომავალი აქვთ.

38) ყველაფერი, რასაც საბოლოოდ აზრი აქვს – ეს ისაა, რომ განიცადე სიყვარული.

39) ყოველდღე გადი სასეირნოდ. სასწაულები ყველგან ხდება.

40) თუ ჩვენს ყველა პრობლემას ერთად აღებულს სხვის პრობლემებს შევადარებთ, აუცილებლად წამოვიღებთ ისევ ჩვენსას.

41) შური დროის ფუჭი კარგვაა. შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც გჭირდება.

42) ყველაფერი საუკეთესო წინაა. – იმედის მომცემი რჩევა – რეჯინა ბრეტი

43) არ აქვს მნიშვნელობა როგორ გრძნობ თავს, ადექი, ჩაიცვი და გადი ხალხში.

44) დაუთმე.

45) თუმც ცხოვრება არ არის ბაფთით შეკრული, ის მაინც საჩუქარია. – ამბობს რეჯინა ბრეტი.

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რეჯინა ბრეტი – მისი ცხოვრებისეული რჩევები. 13 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%af%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის