ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთან ურთიერთობა ნამდვილად თავბრუს დაგახვევთ
ზოდიაქოს ის ნიშნები მინდა გაგაცნობთ, რომლებთანაც ურთიერთობა ძალიან დიდ გამოცდილებას შეგძენთ და გაწბილებულს ნამდვილად არ დაგტოვებთ.
1 . მორიელი – თუ თქვენ მორიელს ხვდებით, ალათ გეცოდინებათ თუ რა რთული (და ამავე დროს სასიამოვნოა) მათთან რომანტიული კავშირის ქონა. ისინი ეგოისტები და ეგოცენტრულები, მაგრამ ამავდროს საოცრად სექსუალურები და ქარიზმატულები არიან.
თუ მათთან გექნებათ ახლო ინიტმური კავშირი, მოემზადეთ ემოციების ატრაქციონზე ბილეთის საყიდლად. დღეში ხუთჯერ შეგეცვლებათ ხასიათი თქვენი პარტნიორის გამო, მაგრამ ამ ყველაფერში დიდ სიამოვნებას იპოვით.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ მორიელების “გასაძლებად” მენტალურად ძლიერი ადამიანი უნდა იყოთ.
2 . ლომი – თქვენ ნამდვილი დედოფალი იქნებით, რადგან ლომი არ იკადრებს, თავის ქალბატონი პატივში არ ამყოფოს. მან იცის, რომ მეფეა და მისი მეწყვილე დედოფალი უნდა იყოს და ამის გასაკეთებლად ყველა ღონეს ხმარობს. მაგრამ ფრთხილად იყავით ლომი პარტნიორის არჩევაში, მათი დიდი ნაწილი კარიერისტი ხალხისგან შედგება და შეიძლება სულაც არ მოგაქციოთ ყურადღება, პირიქით – “დასანახად” ჰყავდეთ გვერდში.
მაგრამ ასტროლოგები ამბობენ, რომ ლომებს პირველივე ეტაპზე ეტყობათ, თუ რამდენად არიან ურთიერთობით დაინტერესებული, ასე რომ ეს დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.
3 . ტყუპები – მელანქოლია და ცვალებადი გრძნობები – მორიელების მსგავსად, ტყუპებსაც ცვალებადი ემოციები ახასიათებთ, ამიტომ მათთან ურთიერთობა რთულია. ბოლომდე ვერასდროს გაუგებთ, ამიტომ უნდა დააიგნოროთ გაურკვეველი დეტალები, არ ჩაეძიოთ და დატკბეთ იმ ნაწილით, რომელიც ორივეს გსიამოვნებთ.
ტყუპებს უყვართ მოწყენილი ყოფნა, ამით იმუხტებიან და ენერგიით ივსებიან, ძალიან ემოციური ადამიანები არიან (ძირითადად) და თუ თქვენში იგივე ვერ დაინახეს არ დაინტერესდებიან. თუმცა ისეც ხდება, რომ რადიკალურად განსხვავებული ენერგიის ადამიანებით იხიბლებიან – ეს ალბათ ინდივიდუალურია.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi