კვირა, სექტემბერი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი93 წლის მოდელის, კარმენ დელ’ორეფისის შთამაგონებელი კარიერა

93 წლის მოდელის, კარმენ დელ’ორეფისის შთამაგონებელი კარიერა

93 წლის მოდელი კარმენ დელ’ორეფისის კარიერა უამრავი ქალისთვის მოტივაციაა.

ქალმა პენსიაზე გასვლის ნაცვლად, საყვარელი საქმის გაკეთება, კარიერა გააგრძელა და ყველას დაუმტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.

კარმენმა სამოდელო კარიერა 1944 წელს, 13 წლის ასაკში დაიწყო. როგორც ცნობილია, მაშინ მის ოჯახს ფინანსურად განსაკუთრებით უჭირდა, ამიტომაც გოგონას სამოდელო კარიერას სახლში იმედით შეჰყურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კარმენს გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა, პირველი გადაღებები განსაკუთრებით წარმატებული არ ყოფილა და მხოლოდ სტანდარტულ ფოტოსესიას მოიცავდა.

კარიერა პირველი ნაბიჯების შემდეგ, კარმენი 15 წლის ასაკში Vogue-ის გარეკანზე აღმოჩნდა… ეს კი მისი ბრწყინვალე კარიერაში გამარჯვებების დასაწყისი იყო.

2023 წელს კარმენ დელ’ორეფისი ჩეხოსლოვაკიის Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა. ის მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მოდელი გახდა, რომელმაც ეს შეძლო.

კარმენი სხვა ქალებს არა მხოლოდ საკუთარი გარეგნობით, არამედ სიძლიერითა და შეუპოვრობით აძლევს მაგალითს. მისი ცხოვრება თავდაპირველად ფინანსური სირთულეებით იყო სავსე. როგორც აღვნიშნეთ, 13 წლის ასაკში სამოდელო კარიერა ფულის გამომუშავების მიზნით დაიწყო. თუმცა, ოჯახს ფინანსურად მაინც უჭირდა. ამიტომ, დედას, რომელიც მკერავი იყო, თავადაც ეხმარებოდა. მოგვიანებით მოდელმა გაიხსენა, რომ სწორედ ამ რთულმა პერიოდმა გამძლეობა და სიმტკიცე ასწავლა.

ქალი 1950-იან წლებში ბილ მაილსზე დაქორწინდა. თუმცა, ეს კიდევ ერთი რთული პერიოდის დასაწყისი აღმოჩნდა. მაილსმა ცოლის წარმატებული კარიერა ბოროტად გამოიყენა, სამოდელო სააგენტოების მიერ გაგზავნილი ფულადი ჩეკები შეაგროვა და კარმენს მხოლოდ მიზერული თანხა მისცა, დანარჩენი თავად წაიღო.

93 წლის მოდელის, კარმენ დელ’ორეფისის შთამაგონებელი კარიერა

ამის შემდეგ კარმენი ფოტოგრაფ რიჩარდ ჰეიმენზე დაქორწინდა. თუმცა, ეს ქორწინებაც ხანმოკლე აღმოჩნდა და ისინი ერთმანეთს 1958 წელს დაშორდნენ. სწორედ ამ პერიოდში კარმენი სამოდელო ინდუსტრიას ჩამოშორდა, რიჩარდმა კი მიატოვა. მოდელმა მოგვიანებით გაიხსენა, რომ ეს განშორება მისთვის საკმაოდ მტკივნეული იყო.

კარმენის ცხოვრებაში კვლავ ფინანსური სირთულეები დაიწყო. ამიტომაც, 1978 წელს სამოდელო კარიერას ისევ დაუბრუნდა. მალევე ქალი ისევ პოპულარული ჟურნალების გარეკანებზე მოხვდა და მასთან თანამშრომლობის სურვილი კვლავ არაერთმა სააგენტომ და ბრენდმა გამოთქვა. მას შემდეგ კარმენი დაუღალავად მუშაობს, ხელმძღვანელობს სარეკლამო კამპანიებს, ჩნდება უამრავ ჟურნალსა და გავლენიანი ბრენდების შოუებზე. და მისი კარიერა სწორედაც რომ ზენიტშია.

93 წლის მოდელის, კარმენ დელ’ორეფისის შთამაგონებელი კარიერა

წარმატებული კარიერა, სილამაზისა და დღეგრძელობის საიდუმლოზე კი 93 წლის მოდელი ამბობს:

“ქალმაც და მამაკაცმაც საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს. აშენოს კარიერა, სილამაზის შენარჩუნების ერთ-ერთი საიდუმლო არის იმის გაკეთება, რასაც ბავშვებისთვის ვაკეთებთ – გავზარდოთ და გამოვკვებოთ სიყვარულით. ეს არის ის, რაც საკუთარი თავისთვის უნდა გავაკეთოთ.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი, პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ – გიორგი ქოჩორაშვილი

ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი, პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ – გიორგი ქოჩორაშვილი

8 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
შვილებთან მისაუბრია ამ თემაზე… – რას ამბობს ილიკო სუხიშვილი შვილებსა და ანსამბლის მომავალზე

შვილებთან მისაუბრია ამ თემაზე… – რას ამბობს ილიკო სუხიშვილი შვილებსა და ანსამბლის მომავალზე

8 სექტემბერი 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები