სელენა გომესი პლასტიკური ქირურგიის შესახებ ჭორებზე რეაგირებს

სელენა გომესი – პლასტიკური ქირურგიის შესახებ

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სელენა გომესი პლასტიკურ ქირურგიის შესახებ ჭორებით დაიღალა და სოციალურ ქსელში საკუთარი ძველი ფოტო გამოაქვეყნა 

სელენა გომესს ბავშვობიდან უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. 32 წლის ასაკში კი არაფერი შეცვლილა – ის კვლავ მოთხოვნადი მსახიობი და მომღერალია, არის ჭკვიანი, ძლიერი ქალი, აქვს საკუთარი ბრენდი და საკმაოდ კარგი შემოსავალი. მომღერლის გულშემატკივრებს განსაკუთრებით ახარებთ ის ფაქტი, რომ სელენამ დეპრესიასა და ჯანმრთელობის პრობლემებს სძლია, დაუბრუნდა სოციალურ ცხოვრებას და ახალი ურთიერთობაც დაიწყო. ახლა სელენა გომესი  პროდიუსერ ბენი ბლანკოს ხვდება და ბედნიერია. თუმცა. პერიოდულად მისი მისამართით არაერთი კრიტიკა ჩნდება.

მომღერალს ჯერ მომატებული კილოგრამების გამო აკრიტიკებდნენ და შეურაცხმყოფელ ფრაზებს სწერდნენ, ახლა კი წერენ, რომ მან სილამაზის სხვადასხვა პროცედურას მიმართა და პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა. სელენა გომესმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მომატებული კილოგრამები უკავშირდება პრეპარატს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სვამს. სელენა გომესმა ჭორები იმის შესახებ, რომ მან მკერდი გაიდიდა, ტუჩის ფორმა, სახის ნაკვთები შეიცვალა, არაერთხელ უარყო.

თუმცა, ამჯერად მომღერალი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით დაიღალა და საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ძველი სელფები, აღნიშნა ისიც, რომ ტუჩი მხოლოდ ფილერით გაიდიდა და არაფერი შეუცვლია.

#drpkhakadze

- Advertisement -
Ad imageAd image

#pitskhelauri

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). სელენა გომესი – პლასტიკური ქირურგიის შესახებ. 5 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  მონიკა ბელუჩის სტილის საიდუმლოება ვენეციის ფესტივალზე
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის