ერთ დღეს შემთხვევით საკლასო ოთახის იატაკის ქვეშიდან წრიპინის ხმა გაიგეს. როდესაც ფილები აწიეს, სტუდენტებმა პატარა კნუტი აღმოაჩინეს,
კნუტი 2–3 დღის ასაკის იყო მხოლოდ. ამის გამო იგი ერთ–ერთმა სტუდენტმა სახლში წაიყვანა და შეიფარა ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად.
კნუტი ჯერ კიდევ ბრმა იყო და სერიოზული მოვლა სჭირდებოდა. რამდენიმე კვირიანი გადაბმული მზრუნველობის შემდეგ, მან გამოცოცხლება დაიწყო.
პატრონი გოგონა მას 2–3 საათში ერთხელ აჭმევდა და გამუდმებით მის გვერდით იყო, რამაც შედეგი გამოიღო. კნუტმა თვალების გახელისას პირველ რიგში ადამიანები დაინახა და დღემდე მათ თვლის მის მშობლებად.
ოჯახს სტერილიზებული კატაც ჰყავდა, რომელმაც ახალი კნუტი საკუთარი შვილივით მიიღო და ზრდიდა მათთან ერთად. იგი პატარას საკუთარ რძეს აჭმევდა და ისე ბანდა, როგორც თავის კნუტს.
გადარჩენილი პატარა ფიმა 7–8 თვის იყო, როდესაც მისმა პატრონებმა ისტორიის გასაგრძელებლად კიდევ ერთი ახალი მეგობარი მიუყვანეს სახლში.
როდესაც ფიმა ვერცხლისფერ კნუტს პირველად შეხვდა, მაშინვე მადლიერების გრძნობით განიმსჭვალა. იგი მას დედასავით ექცეოდა და მასზე ზრუნავდა. იგი ყოველთვის მზრუნველად ბანდა და აჭმევდა მას. ეს ორი კატა დღემდე საუკეთესო მეგობრები არიან და ფიმა ყველა ადამიანს ისევ უდიდესი სიყვარულით უყურებს.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები