ბუნებრივი კულულების მოვლის წესები
მოგწონთ კულულების შერხევა? ზოგჯერ მათი მოთვინიერება რთულია. ისინი დიდ ყურადღებას საჭიროებენ, რომ იყვნენ ჯანსაღები და დატენიანებულები. მაშ ასე, თუ ეძებთ რჩევებს ყოველდღე მდიდრული კულულების შენარჩუნებისთვის, წაიკითხეთ შემდეგი!
აუცილებლად დაგჭირდება თავის კანის მასაჟორი: ის ბევრ უპირატესობას იძლევა ხვეული თმისათვის. მასაჟორი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ნაზად აქერცლავს, ხსნის სტრესს, აშორებს ჭუჭყს და ჭარბ ცხიმს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ დააჭირო მას ძალიან ძლიერად, რათა თავიდან აიცილო თავის კანის გაღიზიანება. უბრალოდ დაიზილე თავი წრიული მოძრაობებით, მასაჟორზე უწყვეტი რბილი დაწოლით.
თუ გსურთ , რომ თქვენი კულულები მოქნილად და ბუნებრივად გამოიყურებოდეს, აუცილებლად მოიწესრიგეთ კულულები, სანამ ისინი სველია. დაიწყეთ მოცულობის მიმნიჭებელი მუსით: ის კულულებს გახდის დამატენიანებელს და გამოკვეთილს; შემდეგ გამოიყენეთ დახვევის გამაძლიერებელი საშუალება. წაისვით პროდუქტები ძირებიდან თმის ბოლოებამდე.
იმისთვის, რომ კულულები არ აიბურდოს და არ “აფუვდეს”, მიეცი მათ საშუალება, რომ გაშრეს ჰაერზე. მაგრამ მანამდე თავზე შემოიხვიეთ პირსახოცით 10-15 წუთით. პირსახოცის ქსოვილი საოცრებებს ქმნის, აღმოფხვრის აფუებას და შთანთქავს წყლის ნაწილს, რის გამოც თმა უფრო სწრაფად შრება. როდესაც პირსახოცს მოიხსნი, უბრალოდ დატოვე თმა გაშრეს ისე, როგორც არის.
მასალის გამოყენების პირობები