“მშვიდობით არა ნახვამდის, წუთია წუთი სოფელი” -მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

0
82
#image_title

ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

როგორც ცნობილი გახდა მომღერალსა და კომპოზიტორ მამუკა ჩარკვიანის მდგომარეობა ბოლო პერიოდში დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ დღეს გავრცელებული ინფორმაციით მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა.

მამუკა ჩარკვიანს მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალ “ლიგას” პირველი პრემია – ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა – სიმღერისთვის “მწვანე რტოები” (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის “მაღლა და მაღლა” (1999), ოქროს დისკი ნომინაცია – წლის საუკეთესო სიმღერა – სიმღერებისთვის: “ჩემი აღარა ხარ”, “გაზაფხული, “აპრილი” და “დედის ჯერი”. 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.

2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  სახისა და ხელის კანი როგორ დავიცვათ სიცხეში

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ