როგორც ცხოვრობთ ისე დაბერდებით მეგობრებო! დოქტორ მიასნიკოვი შეგვახსენებს დაბერების შესაფერხებელ წესებს.

0
17
#image_title

არასოდეს დაბერდეს – დიდიხანია ადამიანის სურვილია. ახალგაზრდობის ელექსირზე ყველა ოცნებობდა: მდიდარიც, ღარიბიც და ქვეყნის მმართველიც. მეცნიერებისა და მედიცინის განვითარებას მიუხედავად, ახალგაზრდობის გახანგრძლივება მაინც შეუძლებელია. სამაგიეროდ, დაბერების პროცესზე ბევრი რამაა ნაცნობი და შეგვიძლია მისი მოახლოება ოდნავ შევაფერხოთ.

ადამიანის ცხოვრების წესი დაბერების ერთ-ერთი ფაქტორია. ეს ფაქტი თავს იჩენს მაშინ, როცა კლასელები ან ჯგუფელები წლების მერე ერთმანეთს ხვდებიან და ერთი და იგივე ასაკის მიუხედავად, სხვადასხვანაირად გამოიყურებიან. ზოგს რთული სამუშაო ჰქონდა, ზოგს მავნე ჩვევები… ისინი თავსაც სხვადასხვანაირად გრძნობენ.

როგორც ცხოვრობთ ისე დაბერდებით მეგობრებო! დოქტორ მიასნიკოვი შეგვახსენებს დაბერების შესაფერხებელ წესებს.
“პლასტიკური ოპერაცია დაგეხმარებათ გადაიჭიმოთ სახე, მაგრამ სულიერად მაინც მოხუცები ვრჩებით” – თვლის ექიმი ალექსანდერ ლეონიდოვიჩ მიასნიკოვი. ის დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდობა შინაგანად უნდა დავიბრუნოთ. დაბერების დაჩქარება იმ ჩვევებისგანაც გამომდინარეობს, რასაც ადამიანი რეგულარულად აკეთებს. წარმოგიდგენთ იმ თვისებებს, რაც ახალგაზრდობას გაგიხანგრძლივებთ.

სასარგებლო ჩვევები

სპორტით დაკავება

ყველას შეუძლია ამ სფეროში თავისი ინტერესი მოიძიოს, რადგანაც სპორტი მხოლოდ ფეხბურთი, ჰოკეი და ბოქსი არაა. ფიზიკური დატვირთვაა აქტიური სეირნობა, მეოთხე სართულზე კიბით ასვლა და აშ. მთავარია ეს რეგულარულად აკეთოთ.

დგომი და გაწელვა

ადამიანის მოახლოებისას მისი თავის დაჭერითა და სიარულის მანერითაც გამოვიცნობთ თუ რამდენი წლისაა. გამართული, ტანში გასწორებული ადამიანი ყოველთვის უფრო ახალგაზრდად მოგვეჩვენება, ვიდრე რეალური ციფრი მის პასპორტში.

როგორც ცხოვრობთ ისე დაბერდებით მეგობრებო! დოქტორ მიასნიკოვი შეგვახსენებს დაბერების შესაფერხებელ წესებს.

მავნე თვისებებზე უარის თქმა

იგულისხმება არამხოლოდ სიგარეტი და სპირტის მოხმარება, ეს შეიძლება იყოს გადაჭარბებული ტკბილეულიც, რომელიც ორგანიზმს არანაკლებ ვნებს.

ჩირი და თხილი

გააკეთეთ კიდევ ერთი ნაბიჯი შესანიშნავი ფიგურისკენ: ტკბილეულის მაგივრად არჩევანი გააკეთეთ ჩირსა და თხილზე.

თვითგანვითარება

მისდიეთ აქტიურ ცხოვრებას, დაინტერესდით ახალი სფეროებით, ბევრი იკონტაქტეთ, იყავით ღია დადებითი რამეებისთვის.

როგორც ცხოვრობთ ისე დაბერდებით მეგობრებო! დოქტორ მიასნიკოვი შეგვახსენებს დაბერების შესაფერხებელ წესებს.

ჯანსაღი ძილი

სრულფასოვანი დასვენების გარეშე ორგანიზმი მალე მოდუნდება. დარჩით ახალგაზრდა ბალანსის დაცვით.

გასეირნება სუფთა ჰაერზე

ადამიანები, რომლებიც ეკოლოგიურად შედარებით სუფთა რეგიონებში ცხოვრობენ, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ჰაერი რომელსაც სუნთქავთ, მნიშვნელოვანია, ამიტომაც სეირნობა არამხოლოდ მოძრაობის მხრივაა სასიკეთო, არამედ ჰაერის ჩასუნთქვითაც.

როგორც ცხოვრობთ ისე დაბერდებით მეგობრებო! დოქტორ მიასნიკოვი შეგვახსენებს დაბერების შესაფერხებელ წესებს.

მზის სხივების კონტროლი

მუდამ მზეში ყოფნა კანის პრობლემებს წარმოშობს, ამიტომაც მზის აბაზანები დაფიქრებულად მიიღეთ, არა სადილის დროს.

პოზიტიური განწყობა

ადამიანები, რომლებიც ყველაფერში დადებითს ეძებენ, ნაკლებად ღიზიანდებიან წვრილმანებზე, დარწმუნებულნი არიან მომავალში, ბევრს იღიმიან და დეპრესიისკენ მიდრეკილები არ არიან, უკეთ გამოიყურებიან. ოპზიმიზმი ადამიანებს ამშვენებს, მათ ცხოვრებას და გარეგნობას უფრო ნათელს ხდის.

ცხოვრებით ტკბობა

ვინც ორგანიზმს უსმენს, ახალგაზრდობას ინარჩუნებს და ცხოვრებას იხანგრძლივებს.

როგორც ცხოვრობთ ისე დაბერდებით მეგობრებო! დოქტორ მიასნიკოვი შეგვახსენებს დაბერების შესაფერხებელ წესებს.

იმისთვის, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, დაამკვიდრეთ ეს წესები და ცხოვრებაშ მუდამ ცვლილებები შეიტანეთ. მხოლოდ სურვილი საკმარისია არაა, კარდინალური ცვლილებებისთვის მზად უნდა იყოთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ