როგორ ჩავდგეთ ფორმაში დღესასწაულების შემდეგ

0
102
#image_title

დღესასწაულების შემდეგ ადამიანთა უმრავლესობა თავს დამძიმებულად გრძნობს. ეს მხოლოდ სუბიექტური შეგრძნება არ არის, სასწორზე დგომით დასტურდება წონის ნამატიც. როგორ ჩავდგეთ ფორმაში სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე?

როგორ დავიბრუნოთ წონა? გამოცდილი ამბავია, რომ ფორმაში სწრაფად დაბრუნებისთვის ეფექტურ მეთოდს დეტოქსი წარმოადგენს.

როგორ ჩავდგეთ ფორმაში დღესასწაულების შემდეგ

დიახ, განტვირთვა უმჯობესია კომპლექსურად მოხდეს. ტოქსინები – აი, რა უნდა გამოვდევნოთ ორგანიზმიდან.

როგორ ჩავიტაროთ ორგანიზმის დეტოქსი

1. თითო ჭიქა ლიმონიანი წყალი საათში ერთხელ. ბევრი სითხე ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას, უმჯობესია, ლიმონიანი წყალი სამუშაო მაგიდაზე დაიდოთ ან ტელეფონში ჩართოთ ”reminder”-ის ფუნქცია.

როგორ ჩავდგეთ ფორმაში დღესასწაულების შემდეგ

2. დროებით დაემშვიდობეთ ტკბილეულს და სწრაფ ნახშირწყლებს. აქ კომპრომისი ზედმეტია, თქვენი საყვარელი ნამცხვრები თუ შოკოლადები უნდა დაივიწყოთ. ასევე კარტოფილის ნაწარმი, ძეხვეული და ა. შ.

როგორ ჩავდგეთ ფორმაში დღესასწაულების შემდეგ

3. მეტი ბოჭკო. თქვენ უნდა დაეხმაროთ ნაწლავებს და ამისთვის გადადით ბოსტნეულსა და მსხვილად დაღერღილ პურზე. უჯრედისი მიიღეთ სასარგებლო სალათებისგან. ჭარხალი+თხილეული; კომბოსტო+სტაფილო; სტაფილო+ვაშლი+ნიახურის ძირი და ა.შ.

როგორ ჩავდგეთ ფორმაში დღესასწაულების შემდეგ

4. ურძეო კვირა. როცა ორგანიზმის გაწმენდა გსურთ, ის არ უნდა გადატვირთოთ ლაქტოზითა და ზედმეტი ცხიმებით. ერთკვირიანი დეტოქსი საკმარისი იქნება ცვლილებების შესაგრძნობად: კანი უფრო გაახალგაზრდავდება, გამონაყარიც გაქრება. ასევე ეფექტურია წყალზე დამზადებული შვრიის ფაფა.

როგორ ჩავდგეთ ფორმაში დღესასწაულების შემდეგ

5. დეტოქსი და ფიზიკური დატვირთვა. ტოქსინები კანიდანაც გამოიყოფა ოფლთან ერთად, ამიტომ ეფექტურია ფიზიკური ვარჯიშიც. დაიწყეთ გაწელვებით, პილატესითა და სეირნობით.

როგორ ჩავდგეთ ფორმაში დღესასწაულების შემდეგ

6. გაამოთ! დეტოქს-კვირის ბოლოსთვის სპეციალური აბანო ან საუნა – ეს აუცილებელია. ალტერნატივის სახით შეგიძლიათ ჩაწვეთ ცხელ აბაზანაში, რომელშიც დაამატებთ ვაშლის ძმარი, ინგლისური მარილი ან საკვები სოდა. ეს დანამატები ხელს უწყობს ტოქსინების სწრაფ გამოყოფას.

როგორ ჩავდგეთ ფორმაში დღესასწაულების შემდეგ

დაიმახსოვრეთ – დეტოქსი შიმშილი არ არის! არ შეამციროთ პორციები მკვეთრად და არც კვების ჯერი არ გამოტოვოთ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები გამოგადგებათ, გისურვებთ ჯანმრთელობას!

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ