როგორ შეიცვალა ქალის სხეულის სილამაზის სტანდარტები 100 წლის განმავლობაში ნახეთ სტატიაში
გადავხედოთ, როგორ შეიცვალა „ლამაზი ქალის“ კონცეფცია ბოლო ასი წლის განმავლობაში.
ქალის სილამაზის იდეალი, რომელიც შექმნა ამერიკელმა ილუსტრატორმა ჩარლზ გიბსონმა მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე. ქალები ამ გამოსახულების გამორჩეული მახასიათებლების მიბაძვას ცდილობდნენ: რვიანის მსგავსი უნაკლო ქალური ფიგურა, რომელიც მიიღწეოდა მჭიდროდ შეკრული კორსეტის წყალობით.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო მოზარდი გოგონების ეპოქა: დაბალი სიმაღლე, ბრტყელი მკერდი. წელის ხაზმა თითქმის 10 სანტიმეტრით გადაიწია ჭიპის ქვემოთ, ამიტომ პატარა თეძოები აუცილებლობად იქცა. ქალებმა ხმის მიცემის უფლება მიიღეს და გარეგნობით დამოუკიდებლობის ხაზგასმა სურდათ.
1920-იან წლებში პოპულარულმა „ბრტყელმკერდიანმა“ სტილმა ადგილი დაუთმო ოდნავ თვალსაჩინო ბიუსტს. დოლორეს დელ რიო „ჰოლივუდის საუკეთესო ფიგურად“ აღიარეს, ხოლო ჟურნალები მის გლუვ ფორმებზე აღტაცებით წერდნენ.
მეორე მსოფლიო ომმა მოდაში შემოიტანა „ჯარისკაცის“ მხრები (ფართო, კვადრატული, აგრესიული). მოდის სამყაროს კუთხოვანი ფორმები მართავდა. ქალები უნდა ყოფილიყვნენ ჯანმრთელები და შრომისუნარიანები, ანუ ძლიერები.
1950-იან წლებში მოდაში დაბრუნდა მრგვალი, ფუმფულა, რბილი ფორმები. ყველგან, სარეკლამო პლაკატებზეც, გამხდარ ქალებს დასცინოდნენ და წონის მატებისკენ მოუწოდებდნენ სხეულის სასურველი სიმრგვალის მისაღებად. ქალის სილამაზის იდეალები იყვნენ ელიზაბეტ ტეილორი და მერილინ მონრო.
სვინგერებმა 1960-იან წლებში მოდა უკან დააბრუნა. სიგამხდრე ისევ ტრენდული გახდა. სამოდელო სამყარო თავდაყირა დააყენა ტვიგიმ, არაბუნებრივად გამხდარმა მინიატიურულმა ქალმა. დიეტებით და გასახდომი პროდუქტებით მასობრივი გატაცების ეპოქა დადგა.
80-იანი წლები ფიტნესის ეპოქის დასაწყისი იყო. პირველად ქალზე კუნთები არა მხოლოდ მისაღები, არამედ სასურველიც იყო. სუპერმოდელები ამაზონის გარეგნობით კვარცხლბეკს იპყრობდნენ. მაღალი და გრძელფეხება ქალი სილამაზის ახალ იდეალად იქცა.
მე-20 საუკუნის ბოლოს უნისექსის სტილი დაიბადა, მტკივნეული სიგამხდრის და მოუწესრიგებელი ტანსაცმლის მოდა მოვიდა: ორი ზომით დიდი სვიტერი, მუხლებზე დახეული ჯინსი. ამ პერიოდის სექს სიმბოლოები იყვნენ ქეიტ მოსი, უინონა რაიდერი – გამხდარი, დაბალი, გამოხატული ფორმების გარეშე.
სუპერმოდელმა ჟიზელ ბუნდჰენმა მოდაში დააბრუნა ქალური სექსუალობა და დაასრულა „გმირული შიკის“ ეპოქა. ფერმკრთალი, ღონემიხდილი, მინისფერი თვალების მქონე სახე წარსულს ჩაბარდა. ეს არის ძლიერი და სექსუალური ქალების დრო, ნავარჯიშები პრესის და ხელოვნური რუჯის ეპოქა.
ახლა მოდაშია ბრტყელი მუცელი, ფართო სავსე თეძოები და დიდი საჯდომი.
იდეალები მრავალმნიშვნელოვანი და ცვალებადია. სწორედ ამიტომ, არ დაკარგოთ მეობა და ნუ აჰყვებით მოდას!
მასალის გამოყენების პირობები