ჯანსაღი კვების მენტორი ლაშა კალატოზიშვილი ინტერვიუში

ჯანსაღი კვების მენტორის რჩევები ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

Shenisupra.ge გთავაზობთ ინტერვიუს ჯანსაღი კვების მენტორთან, ლაშა კალატოზიშვილთან. ინტერვიუდან ამონარიდი:

– რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი კვება და რამდენად რთულია მისი დაცვა?

– ჯანსაღი კვება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნებისმიერი ახალი რაღაც, რასაც ცხოვრებაში ვიწყებთ, რთულად გვეჩვენება, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ეჩვევი და გიმარტივდება, რადგან ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ რასაც ხშირად ვაკეთებთ, ზუსტად იმას გვთხოვს… მაგალითად, თუ ხშირად შეჭამ ნაყინს ან პიცას, უფრო ხშირად მოგთხოვს ორგანიზმი, რადგან არაჯანსაღი საკვები გიტოვებს სიახლის შეგრძნებას (ამაზე “ბოროტი” მეცნიერები ძალიან ბევრს მუშაობენ), რასაც ჯანსაღი საკვები არ აკეთებს, იგივე გემო აქვს სალათის მე-17 ლუკმას, როგორც პირველს.

 რთულია, ნამადვილად და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გარემოში გვიწევს ცხოვრება. რაც არ უნდა მოტივირებულად ვიკვებოთ სწორად, თუ ყველაზე ახლობელმა ადამიანმა, როგორიც ოჯახის წევრია, ხელი არ შეგვიწყო, დიდხანს ვერ გავაგრძელებთ, რადგან სწორი კვება მოითხოვს მოთმინებას, სისტემატიურობას და დისციპლინას. რომ შევაჯამოთ – მნიშვნელონია, შევქმნათ ისეთი გარემო, რაც ხელს შეგვიწყობს და არა პირიქით.

- Advertisement -
Ad imageAd image

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ აქ

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ჯანსაღი კვების მენტორის რჩევები ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს. 23 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/lasha-kalatozishvili/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ახალი წელი საქართველოში
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის