სოდა აუცილებლად დაყარეთ ლეიბზე
სოდა რომ შეუცვლელი პროდუქტია სამზარეულოში, ეს დიდი ხანია ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მისი წარმოუდგენელი ეფექტები სხვადასხვა დარგსა თუ პირად ჰიგიენაში დღითიდღე გვაოცებს. დღეს მისი კიდევ ერთი წარმოუდგენელი ეფექტის, უცნაურად გამოყენების შესახებ მინდა გიამბოთ.
აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა და იცით რატომ?
სულ ცოტა შვიდი საათით მაინც გვძინავს დღე-ღამის განმავლობაში საწოლში, თხელი ზეწარი კი, რომელიც ლეიბზე გვაქვს გადაფარებული, მას დაბინძურებისგან ვერ იცავს და გაოფლიანების შემთხვევაში კანის მკვდარი უჯრედებიდან მიკრობები სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ თუ რეგულარულად არ გაწმენდთ ლეიბს, გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებსა და ასთმასაც კი. არ მოგიწევთ მათი ქიმწმენდაში წაღება, უბრალოდ გამოიყენეთ საკვები, პურის სოდა და მისი სისუფთავე უბადლო და წარმოუდგენელი იქნება.
როგორ გავწმინდოთ ლეიბი სოდით?
მეცნიერული კვლევების შედეგად მრავალი წლის წინ დადგინდა რომ საკვებ სოდას შეუძლია დახოცოს სტრეპტოკოკური და სხვა პათოგენური ბაქტერიების კოლონები. ამიტომ მოდით გავწმინდოთ ლეიბი, რისთვისაც დაგჭირდებათ ერთი კოლოფი სოდა, სურნელოვანი ეთერზეთი და მტვერსასრუტი. გადმოაბრუნეთ ლეიბი (ისე ცნობისათვის ლეიბი სისტემატიურად უნდა აბრუნოთ ისედაც), ერთ კოლოფ სოდას შეურიეთ 10-20 წვეთი ეთეროვანი ზეთი, კარგად აურიეთ და დაყარეთ ლეიბზე. დატოვეთ ამ მდგომარეობაში ერთი საათით, რომ მან თავისი საქმე საფუძვლიანად გააკეთოს. შემდეგ კი მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ნახავთ რომ ლეიბი არამარტო გათეთრდა, შეიძინა სურნელოვანი სუნიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიხოცა მასზე არსებული ყველა ბაქტერია.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi