ფილმები რომელიც ქალბატონებმა აუცილებლად უნდა ნახონ
ფილმები, რომელთა ჩამონათვალი აუცილებლად უნდა ნახოთ წელიწადის ამ დროს
ჩემი იასამნისფერი ღამეები
საოცარი სამსახიობო შესრულება და ოპერატორის იდეალური ნამუშევარი მართლაც უმაღლეს დონეზე ერწყმის ერთმანეთს ამ ფილმში და მას სიზმრის ელფერს სძენს. თუმცა, შეუძლებელია ასეთი კარგი ფილმის ხსენებისას არ ვაღიაროთ მისი საუნდტრეკის სიდიადეც, რომლის გარეშეც ეს ნამუშევარი მართლაც დაკარგავდა საკუთარ შარმს.
დედინაცვალი
დედინაცვალი წარმოადგენს ისტორიას ძლიერ ემოციებზე, დედობაზე, თავდადებაზე და იმ სიძნელეებზე, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვაწყდებით საკუთარი ცხოვრების გაკონტროლების მცდელობებისას და მაშინაც, როდესაც ის სრულიად გამოდის ჩვენი კონტროლიდან. კომპლექსური ფილმი განსხვავებული ხასიათების მქონე პერსონაჟებზე მოგვითხრობს, რომლებსაც ჯულია რობერტსი და სუზან სარანდონი ანსახიერებენ.
მოხატული პირბადე
მშვიდ სოფელს ჩინეთის მთებში მოულოდნელად ქოლერას ეპიდემია შეიპყრობს. ურთიერთობა ორ პერსონაჟს შორის, რომელიც ამ სოფელში მიდის, ოდნავ განსხვავებულია იმისგან, რაც იმ წიგნშია მოყოლილი ვოტერისა და კიტტის შესახებ, რომელზეც ეს ფილმია დაფუძნებული. თუმცა ამის მიუხედავად, ეს მართლაც ჩამთრევი და ემოციური ფილმია, რომლის ყოველი დეტალიც გასწავლით, რომ ნამდვილი სიყვარული უბრალოდ მოკლე ემოციების ამოხეთქვის პერიოდში არ ჩნდება და მის განვითარებას ორმხრივი ემოციების ფესვების ღრმად გადგმა სჭირდება ორ ინდივიდუალს შორის.
საათები
ეს ფილმი წარმოადგენს რთულ ნამუშევარს, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიჭყიტოთ იმ მისტიკით სავსე ოთახში, რომელსაც თითოეული ქალის სული წარმოადგენს. ამ ფილმის რეჟისორმა არც ისე დიდი მონდომება დაახარჯა იმას, რომ მაყურებლისთვის ადვილად გააზრებადი ყოფილიყო მისი ნამუშევარი. ამის მაგივრად, თითოეულ მხილველს საკუთარი კითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა მოუწევს, ასევე ფილმში გაჟღერებულ იმ კითხვებზე პასუხის გაცემაც, რომელიც გვეკითხება თუ რატომ ვართ ხშირად უბედურები და მართლა იმაზე უფრო ახლოა თუ არა ბედნიერება, როგორც ჩვენ გვგონია?
ბრიჯიტ ჯონსის დღიური
საკმაოდ შესაძლებელია უყუროთ ბრიჯიტ ჯონსის დღიურს ათასჯერ და საერთოდ არ მოგბეზრდეთ ის. უმჯობესია, ამ ფილმს საბანში გახვეულმა და ბევრი შოკოლადით გარშემორტყმულმა უყუროთ.
სარკეს ორი სახე აქვს
გულის გამთბობი და გასართობი ფილმი საოცარი სამსახიობო შესრულებითაც მოგხიბლავთ. ბარბარა სტრეიზანდმა მოახერხა გადაეღო, პროდიუსერობა გაეწია და ეთამაშა ისეთ ფილმში, რომელიც გასაოცრად რეალისტურ სიყვარულის სახეს წარმოაჩენს.
გაბედე და შემიყვარე
მსუბუქი და მომხიბვლელი ფილმი უცნაური შინაარსითა და ინტრიგული პერსონაჟებით გამოირჩევა. აქ თქვენ ვერ შეძლებთ გამოიცნოთ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან პერსონაჟების ქცევები ზედმეტად უმოწყალოა და მათი ემოციები კი ზედმეტად ძლიერი.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები