პროფესორ უგლოვის დიეტის საკვები პროდუქტები - ჯანსაღი კვება

ცნობილი ქირურგის დიეტის დახმარებით, როგორც იქნა S ზომა მოვირგე. გმადლობთ, პროფესორო!

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ვის არ უნდა, რომ 100 წლამდე იცოცხლოს, შვილთაშვილებს მოესწროს, ან საკუთარი თვალით იხილოს მეზობელი პლანეტების მონახულება. არსებობენ ასეთი იღბლიანები, რომლებსაც მოუწიათ ამ საპატიო ასაკამდე ეცოცხლათ. ერთ-ერთი მათგანია სახელგანთქმული პროფესორი ფიოდორ უგლოვი. მან 103 წელი იცოცხლა და შეინარჩუნა მტკიცე ჯანმრთელობა და ნათელი გონება. და აი, რას გვიჩევს ის…

უგლოვის დიეტა

ცნობილი ქირურგი საბჭოთა კავშირის მიღვაწე იყო. ის 100 წლისაც კი იოლად აკეთებდა ურთულეს ოპერაციებს. ამის გამო ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც უხუცესი პრაქტიკოსი ქირურგი რუსეთსა და დსთ-ში.

რა თქმა უნდა, ქირურგმა უგლოვმა ასე ხანგრძლივად იცოცხლა ჯანმრთელი ცხოვრების ნირისა და სწორი კვების წყალობით. პროფესორი თვლიდა, რომ ჭარბი წონა და უზომო კვება ჩვენი ჯანმრთელობის მთავარი მტერია.

ფიოდორ გრიგორევიჩი ამტკიცებდა, რომ ჭარბი წონა განსაკუთრებით მიუღებელია მოწიფულ ააკში, როცა ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ფიზიკური აქტივობა კი მკვეთრად ქვეითდება.

რაში მდგომარეობს პროფესორის დღეგრძელობის საიდუმლო? ეს მარტივი წესებია, რომლებსაც ის მკაცრად იცავდა.

  1. მაღალი ფიზიკური და გონებრივი აქტივობა.
  2. სრული უარის თქმა ალკოჰოლსა და თამბაქოზე.
  3. შეზღუდული კვება.
  4. შრომისა და დასვენების რეჟიმის მკაცრი დაცვა.
  5. 7-8 საათი სრულყოფილი ძილი დღე-ღამეში.
  6. ორგანიზმის გამოწრთობა.

ყველა ეს წესი მარტივი და ხელმისაწვდომია. თუმცა მთავარ აქცენტს უგლოვი, რა თქმა უნდა, კვებაზე აკეთებდა. საკუთარ დიეტას მან ,,აღმოსავლური” უწოდა და ყველას დაუღალავად ურჩევდა მის დაცვას. მსგავსი დიეტის დაცვით, შესაძლოა, 3-5 ზედმეტი კილოს დაგდება და ორგანიზმის სრული გაწმენდა.

ექიმ უგლოვის დიეტა იოლად გადასატანია. ის ბალანსირებულია და არ ითხოვს კალორიების თვლას. თავად უგლოვი გვირჩევს კვებას საათების მიხედვით, მაგრამ შესაძლოა დიეტის ადაპტირება დღის ნებისმიერ განრიგზე. დავიწყოთ:

1. 9:00

ერთი ჭიქა შავი ჩაი ან ნატურალური ყავა, მცირე რაოდენობის შაქრით, არაუმეტეს ერთი კოვზისა.

2. 11:00

ერთი მოხარშული კვერცხი, დესერტად 8 ცალი შავი ქლიავი, რომელიც წინასწარ იქნება წყალში ჩამბალი.

READ  როგორ დაიკლოთ წონაში სიარულით - ახალი ფიტნეს ტრენდი

3. 14:00

სადილზე – 200 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, მჭლე ღორის ხორცი ან თევზი. 100 გრამი ახალი ან მოხარშული კომბოსტო (ან სტაფილო) და ერთი ფორთოხალი.

4. 17:00

30 გრამი მაგარი უცხიმო ყველი, შემდეგ ვაშლი ან ფორთოხალი.

5. 20:00

საკვების ბოლო მიღება – უცხიმო კეფირი ან მაწონი – ერთი ჭიქა.

მორჩა, სულ ეს არის! საკვები უნდა იყოს მარტივი და ნატურალური. უგლოვი გვირჩევდა სუფრიდან ოდნავ მშიერი ავმდგარიყავით. ჭამის შემდეგ არ უნდა დავიძინოთ და არ უნდა წამოვწვეთ.

სცადეთ დაიცვათ ასეთი რეჟიმი სულ რაღაც 10 დღე და თქვენ თავს უფრო ჯანმრთელად იგრძნობთ.

რჩევა

ცხოველური პროდუქტებისგან პერიოდულად თავის შეკავება (იცავთ თუ არ იცავთ მარხვას), ეს ნამდვილი საჩუქარია ორგანიზმისთვის. თავს იგრძნობთ ჯანმრთელად და განწმენდილად, ასეთი ჩვევა გამოგაწრთობთ და შეგაყვარებთ მარტივ საკვებს.

აუცილებლად შეინახეთ პროფესორ უგლოვის სასარგებლო დიეტა და გაუზიარეთ მეგობრებს სოც.ქსელებში!

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ცნობილი ქირურგის დიეტის დახმარებით, როგორც იქნა S ზომა მოვირგე. გმადლობთ, პროფესორო!. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის