ყველას გვსურს, ვიყოთ გამხდრები და კარგად აღნაგები – ქალებსაც და მამაკაცებსაც.
ამისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ, ათასგვარ დიეტას ვიცავთ, ვვარჯიშობთ, მაგრამ ხშირად სულ ფუჭად და ამაოდ: წელის გარშემო დაგროვილ ცხიმს ვერაფრით ვაქრობთ. არადა, თურმე მხოლოდ ის პროდუქტები უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, რომლებიც ამ პრობლემას აჩენს.
მაინც, რომლებია ეს პროდუქტები? ფქვილოვანი და საკონდიტრო ნაწარმი, შაქარი, მარილი… ეს ყველამ ვიცით.
მაგრამ იცით თუ არა, რომ წვრილი წელის უდიდესი მტრები ასევე არის:
კარტოფილი
კარტოფილი მხოლოდ მოხარშული უნდა მიირთვათ. რაც შეეხება ბევრისთვის ესოდენ საყვარელ შემწვარ კარტოფილს, ის სრულიად უსარგებლოცაა ორგანიზმისთვის და ამას გარდა, სახამებელს პირდაპირ წელის მიდამოებში აგროვებს.
თეთრი ბრინჯი
თეთრ ბრინჯში შემავალი სახამებელი ცუდ გავლენას ახდენს თქვენს ფიგურაზე. რა თქმა უნდა, მისი რაციონიდან სრულად ამოღებას არ გირჩევთ, მაგრამ სჯობს ის კვირაში მხოლოდ ორჯერ მიირთვათ. აი ყავისფერი ბრინჯი კი შეგიძლიათ იმდენი ჭამოთ, რამდენიც მოგესურვებათ.
ყურძენი და ბანანი
რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ამ ხილსაც შეუძლია მუცელზე ცხიმის ფენების გამრავლება. ამიტომ სჯობს, ძალიანაც არ გაერთოთ მათი ჭამით.
მაიონეზი, ძეხვეული და შებოლილი პროდუქტები
ყველა ეს პროდუქტი მუცლიდან და წელის მიდამოებიდან ცხიმის მოშორებას აქტიურად უშლის ხელს. ისინი წარმოუდგენელი რაოდენობის ცხიმებს შეიცავს და საერთოდ არანაირი სარგებლობა არ მოაქვს ორგანიზმისთვის.
ე.წ ფასთ-ფუდები
გარდა იმისა, რომ ფასტ-ფუდები ძალიან კალორიულია, ის ასევე ამუხრუჭებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს. და ეს იმიტომ, რომ უზარმაზარი რაოდენობის ხელოვნურ დანამატებს შეიცავს. ხოლო როცა ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, იქ გახდომასა და ცხიმების მოშორებაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია.
მასალის გამოყენების პირობები