კერატინით თმის გასწორების პროცედურა სალონში

რა პლუსები და მინუსები აქვს კერატინით თმის გასწორებას

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ყოველი დაბანის შემდეგ თმის უთოთი ან ფენით გასწორება დამღლელია, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თმას აზიანებს.

თუ სწორ თმაზე ოცნებობთ, მოსინჯეთ ყველაზე ინოვაციური პროდუქტი – კერატინი. მისი წყალობით სწორ, მბზინავ თმას რამდენიმე თვე შეინარჩუნებთ და აღარც წვიმაში მოხვედრა შეგაშინებთ.

რა პლუსები და მინუსები აქვს კერატინით თმის გასწორებას

რა პლუსები და მინუსები აქვს კერატინით თმის გასწორებას, როგორ მოვუაროთ კერატინით გასწორებული თმას სტატიიდან შეიტყობთ.

კერატინი ცილოვანი ნივთიერებაა, რომელიც თმისა და ფრჩხილების შემადგენლობაში შედის. თმაში ის ქმნის ეგრეთ წოდებულ დამცავ შრეს – კუტიკულას, რომელიც თმას არასასურველი ფიზიკური და მექანიკური ზემოქმედებისგან იცავს. დაუზიანებელი კუტიკულა კარგად ირეკლავს სინათლეს და თმაც ამიტომ ბზინავს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ყოველდღიური სტრესი, მოვლის აგრესიული საშუალებები, ცხელი ჰაერი კერატინის ბოჭკოებს აზიანებს და შლის. შედეგად თმა გამომშრალი და უსიცოცხლო ხდება, კარგავს ბზინვარებას და ადვილად ტყდება. მისი აღდგენის ერთ-ერთი ეფექტური გზა კერატინით მკურნალობა – გასწორებაა.

თმის კერატინით გასწორება ქიმიური პროცესია. ამ დროს თმაში კერატინის ფენა აღდგება და თმა ახალ სტრუქტურას იძენს, აბურდული ღერები მშვიდდება, გაყოფილი ბოლოები და გაუხეშებული ზედაპირი ქრება, თმა ხდება მკვრივი, ძლიერი და სრიალა. პროცედურისთვის გამოიყენება ბუნებრივი კერატინის (რომელსაც უმთავრესად ცხვრის მატყლისგან იღებენ) შემცველი კრემი. სითბოს წყალობით კერატინი ღრმად აღწევს თმის ყოველ ღერში და კუტიკულაში გაჩენილ სიცარიელეს ავსებს.

პლუსები:

აქვს ხანგრძლივი ეფექტი; გამოსადეგია ყოველგვარი ტიპის თმისთვის; არ აზიანებს თმას; თმა ადვილად ივარცხნება და მოკლე ხანში იღებს სასურველ ფორმას; ჯანსაღდება და იძენს სასიამოვნო ბზინვარებასა, დასველების შემდეგაც ინარჩუნებს ფორმას;

მინუსები:

- Advertisement -
Ad imageAd image

ძვირია; პროცედურა ხანგრძლივია; პროცედურიდან 2 კვირის განმავლობაში თმის შეღებვა ან გაბაცება არ შეიძლება; თმა შესაძლოა დაზიანდეს, თუ პროცედურა არაპროფესიონალმა ჩაატარა.

წყარო

 

 

 

 

 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რა პლუსები და მინუსები აქვს კერატინით თმის გასწორებას. 6 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%99%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  "მთელი დღე ჟურნალისტები მირეკავენ და კითხვა ყველას ერთი აქვს..." - ექსკლუზიური ინტერვიუ თაკო კორინთელთან
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის