აი, როგორ გავზარდოთ ყვავილოვანი ბუჩქების დედოფალი ბაღში

0
330
#image_title

იელი – ნებისმიერი ბაღის მდიდრული მოსართავია. მისი დიდი ყვავილები იმდენად კარგად ყვავის, რომ ხანდახან ფოთლებსაც კი ფარავს.

ამ მცენარის სახეობები წითელ წიგნშია შეტანილი და მისი გაზრდით არამხოლოდ ბაღს გაალამაზებთ, არამედ გაუნის შენარჩუნებას შეუწყობთ ხელს.

აი, როგორ გავზარდოთ ყვავილოვანი ბუჩქების დედოფალი ბაღში | შენი სილამაზე

დარგვის და მოვლის წესები

სწორად აირჩიეთ ადგილი. იელს ნახევრად ჩრდილში ყოფნა უყვარს, მშვიდ ადგილას, ორივე მხრიდან ქარის ნაკადის გარეშე. არ დარგათ ფოთლოვან ხეებთან: ერთმანეთს საკვებს წაართმევენ. ფიჭვი, ღვია, ასკილი, ლარიქსი – კარგი მეზობლები არიან.

აი, როგორ გავზარდოთ ყვავილოვანი ბუჩქების დედოფალი ბაღში | შენი სილამაზე

იზრუნეთ ნიადაგზე. იელს მჟავური გარემო მოსწონს. თუ თქვენ სხვა, მაგალითად თიხოვანი ნიადაგი გაქვთ, ტორფის მასა უნდა იყიდოთ და მასში ჩარგოთ.

აი, როგორ გავზარდოთ ყვავილოვანი ბუჩქების დედოფალი ბაღში | შენი სილამაზე

ნერგები გადარგვამდე ერთი საათით წყალში მოათავსეთ. ასევე, ჩარგვამდე ორმოსაც წყალი დაასხით. ორმოს სიღრმე 15 სმ უნდა იყოს, მაგრამ მცენარის კისერს მიწის ქვეშ ნუ მოათავსებთ.

აი, როგორ გავზარდოთ ყვავილოვანი ბუჩქების დედოფალი ბაღში | შენი სილამაზე

ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მორწყვის სიხშირეს. დიდ ბუჩქს კვირაში 2-3-ჯერ 10 ლიტრი წყლით რწყავენ. ახალგაზრდას უფრო ხშირად, მაგრამ ნაკლები მოცულობით. წყალი მჟაური უნდა იყოს, დაამატეთ 4 გ ლიმნის და მჟაუნას მჟავა 10 ლიტრა წყალზე ან 3 ს.კ. ძმარი.

აი, როგორ გავზარდოთ ყვავილოვანი ბუჩქების დედოფალი ბაღში | შენი სილამაზე

პერიოდულად ოაცალეთ მიწა ღერების გარშემო, მაგრამ არა ღრმად. სარეველებისგან რომ დაიცვათ, ნერგის გარშემო ნახერხი დაყარეთ 5 სმ ფენად.

აი, როგორ გავზარდოთ ყვავილოვანი ბუჩქების დედოფალი ბაღში | შენი სილამაზე

მოჭერით დამჭკნარი ნაწილები. ისინი მცენარეს ძალას ართმევენ, სჯობს ენერგია გაზრდაზე დახარჯოს.პირველ წელს რეკომენდირებულია მოჭრათ ჯერ კიდევ აუყვავებელი კვირტები, რათა შემდეგ წელს მთლიანად ყვავილოვანი ბუჩქი მიიღოთ.

აი, როგორ გავზარდოთ ყვავილოვანი ბუჩქების დედოფალი ბაღში | შენი სილამაზე

რითი გამოვკვებოთ? გამოგადგებათ ნებისმიერი სასუქი ფოსფორსა და კალიუმზე. ასევე მნიშვნელოვანია გამოკვების დროს. წელიწადში სამჯერ უნდა მოხდეს. გაზაფხულზე, ივნისში, ყვავილობის შემდეგ და შემოდგომაზე.

აი, როგორ გავზარდოთ ყვავილოვანი ბუჩქების დედოფალი ბაღში | შენი სილამაზე

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ახალგაზრდობის ელექსირის ყველაზე სასწაულებრივი რეცეპტი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ