იელის ყვავილოვანი ბუჩქი ბაღში გაზაფხულზე

აი, როგორ გავზარდოთ ყვავილოვანი ბუჩქების დედოფალი ბაღში

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

იელი – ნებისმიერი ბაღის მდიდრული მოსართავია. მისი დიდი ყვავილები იმდენად კარგად ყვავის, რომ ხანდახან ფოთლებსაც კი ფარავს.

ამ მცენარის სახეობები წითელ წიგნშია შეტანილი და მისი გაზრდით არამხოლოდ ბაღს გაალამაზებთ, არამედ გაუნის შენარჩუნებას შეუწყობთ ხელს.

დარგვის და მოვლის წესები

სწორად აირჩიეთ ადგილი. იელს ნახევრად ჩრდილში ყოფნა უყვარს, მშვიდ ადგილას, ორივე მხრიდან ქარის ნაკადის გარეშე. არ დარგათ ფოთლოვან ხეებთან: ერთმანეთს საკვებს წაართმევენ. ფიჭვი, ღვია, ასკილი, ლარიქსი – კარგი მეზობლები არიან.

იზრუნეთ ნიადაგზე. იელს მჟავური გარემო მოსწონს. თუ თქვენ სხვა, მაგალითად თიხოვანი ნიადაგი გაქვთ, ტორფის მასა უნდა იყიდოთ და მასში ჩარგოთ.

ნერგები გადარგვამდე ერთი საათით წყალში მოათავსეთ. ასევე, ჩარგვამდე ორმოსაც წყალი დაასხით. ორმოს სიღრმე 15 სმ უნდა იყოს, მაგრამ მცენარის კისერს მიწის ქვეშ ნუ მოათავსებთ.

ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მორწყვის სიხშირეს. დიდ ბუჩქს კვირაში 2-3-ჯერ 10 ლიტრი წყლით რწყავენ. ახალგაზრდას უფრო ხშირად, მაგრამ ნაკლები მოცულობით. წყალი მჟაური უნდა იყოს, დაამატეთ 4 გ ლიმნის და მჟაუნას მჟავა 10 ლიტრა წყალზე ან 3 ს.კ. ძმარი.

პერიოდულად ოაცალეთ მიწა ღერების გარშემო, მაგრამ არა ღრმად. სარეველებისგან რომ დაიცვათ, ნერგის გარშემო ნახერხი დაყარეთ 5 სმ ფენად.

მოჭერით დამჭკნარი ნაწილები. ისინი მცენარეს ძალას ართმევენ, სჯობს ენერგია გაზრდაზე დახარჯოს.პირველ წელს რეკომენდირებულია მოჭრათ ჯერ კიდევ აუყვავებელი კვირტები, რათა შემდეგ წელს მთლიანად ყვავილოვანი ბუჩქი მიიღოთ.

რითი გამოვკვებოთ? გამოგადგებათ ნებისმიერი სასუქი ფოსფორსა და კალიუმზე. ასევე მნიშვნელოვანია გამოკვების დროს. წელიწადში სამჯერ უნდა მოხდეს. გაზაფხულზე, ივნისში, ყვავილობის შემდეგ და შემოდგომაზე.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). აი, როგორ გავზარდოთ ყვავილოვანი ბუჩქების დედოფალი ბაღში. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%90%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  მეცნიერები ადასტურებენ, რომ უფროსი შვილი უმცროსებზე ჭკვიანია. აი რას ნიშნავს ეს მშობლებისთვის
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის