არტ-თერაპია -ხერხი ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

0
79
#image_title

არტ-თერაპია და მისი მეთოდები ფსიქოლოგიისა და შემოქმედობითობის შერწყმაა.

არტ-თერაპია შემთხვევით არ შეიცავს სიტყვა „თერაპიას“, რადგანაც ეს პროცესი ამშვიდებს, არასასურველ ფიქრებს ფანტავს, მოდუნებას უწყობს ხელს და შესაძლებლობას გაძლევთ ძალები აღიდგინოთ, დაფარული რესურსები გამოამჟღავნოთ და კონცენტრირდეთ.

არტ-თერაპიის მეთოდიკა 1938 წელს პირველად მხატვარმა ადრიან ჰილმა გამოიყენა. ის საკუთარ ნაწერებში აღწერს სანატორიუმში ტუბერკულიოზით დაავადებულთა მკურნალობის ხერხებს. მეთდები მოგვიანებით აშშ-ში შემოიღეს, რათა მეორე მსოფლიო ომგამოვლილ ბავშვებისთვის, რომლებიც ფაშისტურ ბანაკებში იმყოფებოდნენ, დახმარება აღმოეჩინათ.

ახლა არტ-თერაპია ფართოდ გავრცელებული ფსიქოთერაპიაა, რათა ემოციური მდგომარეობა დასტაბილურდეს და ტვინის ფუნქციონირება გაუმჯობესდეს. წარმოგიდგენთ მის გამოყენებას ყოველდღიურ, თანამედროვე ცხოვრებაში.

არტ-თერაპია -ხერხი ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

არტ-თერაპიის მეთოდები

თუ დაიღალე, ყვავილები დახატე.

თუ რისხვამ მოგიცვათ, დახატეთ ხაზები.

თუ სულიერად ხართ ავად, დაკავდით თიხით.

არტ-თერაპია -ხერხი ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

თუ მოწყენილი ხართ, ქაღალდი სხვადასხვა ფერის საღებავებით მოხატეთ.

თუ შიშს განიცდით, დაწენით მაკრამე.

თუ აღშფოთებული ხართ, დაჭერით ფურცელი წვრილ ნაწილებად.

არტ-თერაპია -ხერხი ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

თუ განიცდით, ორიგამის ფიგურები გააკეთეთ.

თუ მოდუნება გინდათ, ზოლები დახატეთ.

არტ-თერაპია -ხერხი ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

თუ რაღაცის გახსენება გინდათ, ლაბირინთები დახატეთ.

თუ სასოწარკვეთილი ხართ, გზები და ბილიკები დახატეთ.

თუ რამის გაგება და დალაგება გჭირდებათ, მანდალა დახატეთ.

არტ-თერაპია -ხერხი ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

თუ ძალების აღდგენა გსურთ, პეიზაჟები დახატეთ.

თუ ფიქრების სისტემატიზირება გინდათ, კვადრატები დახატეთ.

თუ გრძნობებში გარკვევა გსურთ, ავტოპორტრეტი დახატეთ.

თუ პრობლების გადაწყვეტა უნდა მოიფიქროთ, ბეჭდები და ტალღები დახატეთ.

არტ-თერაპია -ხერხი ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

თუ გამოუვალ სიტუაციაში ხართ და წინსვლა გშირდებათ, სპირალები დახატეთ.

თუ მიზანზე უნდა კონცენტრირდეთ, სამიზნეები და ბადეები დახატეთ.

თუ რამით უკმაყოფილო ხართ, რაიმე ნახატი გადაიხატეთ.

არტ-თერაპია -ხერხი ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

თუ მოღუშული ხართ, ცისარტყელა დახატეთ.

თუ რამის დამახსოვრება გსურთ, ფერადი ლაქები დახატეთ.

არტ-თერაპია -ხერხი ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: „მხატვრობა ყურადღების გადატანის იდეალური საშუალებაა. არ ვიცი სხვა ასეთივე ხერხი, რომ გონებას სხეულის დაღლის გარეშე ამშვიდებდეს.

როგორმა შფოთვამ ან შეწუხებამაც არ უნდა მოგიცვათ, როცა რაიმის ხატვას იწყებთ, მისი ადგილი თავში აღარაა.“ ამიტომაც, ყოველთვის გამონახეთ დრო შემოქმედებისთვის, რათა ფსიქოლოგიური წონასწორობა დაიცვათ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ