ქალი იკეთებს მაკიაჟს სახლში სარკესთან

ქალები და მათი რიტუალები

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

პიჟამო ან ხალათი, თმა შეკრული, მაკიაჟის გარეშე – ძირითადად ასე წარმოგიდგენიათ ქალები საშინაო სიტუაციაში.

ქალები ითვლება, რომ რომანტიკული ეტაპის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია მოდუნდენ და დილას მამაკაცს “იდეალურად” აღარ დაენახონ.

მაგრამ, არსებობს სხვა სახის მაგალითებიც, როცა ქალი პარტნიორზე ადრე დგება, თავს იწესრიგებს (მაკიაჟი, ვარცხნილობა, ტანისამოსი) და საუზმეს შემდეგ მიირთმევს. საღამოს კი მაკიაჟს მაშინ იშორებს, როცა ქმარს ჩაეძინება. ამ კატეგორიის ქალბატონების აზრით მოვლილი იერი მამაკაცს სიამოვნებას ანიჭებს, განწყობას უმაღლებს და ურთიერთობაშ რომანტიზმის შენარჩუნებას ემსახურება.

მაგრამ, ყველა არ იყენებს დეკორატიულ კოსმეტიკას სახლში, მითუმეტეს მაშინ, თუ სამსახურში ან შეხვედრაზე წასვლა არ უწევს.

აი რა დაწერეს ერთ-ერთი ფორუმის დისკუსიაში:

სამსახურის შემდეგ – სავარჯიშო დარბაზი, ამიტომაც ჩემი რჩეული მაკიაჟის გარეშე მხვდება.

მე სხვა გამოსავალი არ მაქვს – კანი არ მაძლევს საშუალებას კოსმეტიკის გარეშე ვიარო. ვარცხნილობასაც ვცდილობ სულ გავიკეთო და ცხიმიანი თავით არ ვიარო. მოკლედ ვთვლი, რომ მოდუნება არასდროს შეიძლება, არც ქორწილის შემდეგ და არც დეკრეტში. კაცებს მაინც თვალებით უყვართ….

სამსახურის შემდეგ, როგორც წესი, მაკიაჟით ვარ, უბრალოდ ვიახლებ მას თუ საჭიროა, ახლიდან არ ვიკეთებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რესტორანში ან თეატრში მივდივართ.

მე საერთოდ ჩემთვის ვისმევ მაკიაჟს და არა ქმრისთვის და მხოლოდ მაშინ, როცა მსურს.

უნდა უყვარდეს თუ არა ქმარს ქალი ისეთი, როგორც არის: თმა აჩეჩილი, ჩსტებითა და თვალებზე შავი წრეებით? თუ სახლშიც უნდა გამოიყენონ დეკორატიული კოსმეტიკა?

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ქალები და მათი რიტუალები. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-2/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  გაზაფხული-ზაფხული 2026 წლის ფერები: მოდის ტენდენციები და შთაგონება ბუნებიდან
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის