შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი ცხოვრების წესი„არ შეშინდეთ, მისი გამოვლენა ძირითადად 3-4 კვირის ასაკში იწყება“

„არ შეშინდეთ, მისი გამოვლენა ძირითადად 3-4 კვირის ასაკში იწყება“

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს.

„ალბათ ხშირად აუღელვებიხართ თქვენი ჩვილის სახეზე (წარბებს შორის, თვალბუდის ირგვლივ) და თავის თმიან ნაწილში, განსაკუთრებით კეფაზე, მოულოდნელად აღმოჩენილ წითელ ლაქებს (უკანასკნელ პერიოდში თითქმის არ შემხვედრია ახალშობილი ამ ლაქების გარეშე) არ შეშინდეთ, ეს ჩვილთა ინფანტილური ჰემანგიომაა, რომელიც აღმოჩენის მომენტიდან კოსმეტიკური დეფექტი უფროა, ვიდრე, სამედიცინო პრობლემა, რომელსაც უხშირესად პედიატრები ვხვდებით და დიაგნოსტირებაც ჩვენს მიერვე ხდება პირველივე ვიზიტზე…

ეს მარტივი ჰემანგიომებია, რომლებიც ძირითადად ვარდისფერი ლაქის სახით გვხვდება, უფრო ხშირია გოგონებში, მისი გამოვლენა ძირითადად 3-4 კვირის ასაკში იწყება, 6 თვემდე არის აქტიური ზრდის ფაზა, შემდეგ ზრდა ნელდება, რასაც მოჰყვება უკუგანვითარების ფაზა, ბიოლოგიური რეგრესი ანუ ინვოლუცია, როგორც წესი ერთ წლამდე ასაკამდე ქრება ზოგადად ჰემანგიომა არის კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, ყალიბდება მუცლადყოფნის პერიოდში, გამომწვევი შეიძლება იყოს ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციები, მედიკამენტების გამოყენება, მაღალი არტერიული წნევა, გარემოს ეკოლოგიური დაბინძურება, გენმოდიფიცირებული საკვები, ჰერბიციდები და პესტიციდები, ქიმიური აგენტები, ქსენობიოტიკები, მავნე ჩვევები, ენდოკრინული სისტემის პრობლემა და ა.შ. გაქრება და უკვალოდ დაიკარგება!

ეს რაც შეეხებოდა მარტივ, ინფანტილურ, ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომებს!!!  თუმცა ჰემანგიომები გარდა კაპილარულისა, შეიძლება იყოს კავერნოზული (კანის ღრმა შრეში, მოლურჯო ფერის) და შერეული (ორივე ტიპის შერწყმა) ეს დერმატოლოგების და ქირურგების კომპეტენციაა!!! მე ჩემს პატარებზე გესაუბრეთ, მარტივ, უსაფრთხო, ინფანტილურ ჰემანგიომებზე, ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს მომავალს“, – წერს ექიმი.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  რას ნიშნავს სამკურნალო საშუალების ვარგისობის ვადა? შეიძლება თუ არა ვადა გასული მედიკამენტების გამოყენება? 
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები