გიორგი ფხაკაძე მოქალაქეებს აფრთხილებს: “გადაამოწმეთ საკვები დანამატები! – “ვიტანუკი” საქართველოს კანონმდებლობას არღვევს”

0
399
#image_title

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, WHO-ს საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ “Nuki Cosmetics”-ის პროდუქტი „ვიტანუკი“ არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მისი გაყიდვა რეგულაციების დარღვევით მიმდინარეობს.

ფხაკაძის თქმით, პროდუქტი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას –  მთავრობის №360 დადგენილებას (2022 წლის 12 ივლისი, ამოქმედდა 2023 წელს) და №227 დადგენილებას (2024 წლის 11 ივლისი). ასევე, წინააღმდეგობაში მოდის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონთან, რომელიც 1996 წლიდან მოქმედებს და მას შემდეგ არაერთხელ განახლდა.

„Nuki Cosmetics-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მათი პროდუქტი სერტიფიცირებულია FDA-ის მიერ. სინამდვილეში, FDA საკვები დანამატების სერტიფიცირებას არ ახორციელებს. მათ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ეკუთვნის სლოვაკურ ქარხანას, რომელიც FDA-ში დარეგისტრირებულია, როგორც ცხოველებისთვის საღეჭი რეზინების მწარმოებელი,“ — განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისივე თქმით, „ვიტანუკის“ შეფუთვაზე არ არის მითითებული ის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის მოთხოვნილი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პროდუქტის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს Garcinia cambogia-ს — ნივთიერებას, რომლის გაყიდვაც საფრანგეთში ჯანმრთელობისთვის საფრთხის გამო აკრძალულია.

დასკვნა ერთია — „ვიტანუკი“ საქართველოში იყიდება რეგულაციების დარღვევით. მას არ აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია, არ გააჩნია GLB სერტიფიკატი, ხოლო FDA-ის სერტიფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება,“ — აღნიშნა ფხაკაძემ.

ის მოქალაქეებს მოუწოდებს, საკვები დანამატების შეძენის წინ სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გადაამოწმონ პროდუქტის რეგისტრაცია და უსაფრთხოება.

ამავე თემაზე გაეცანით სტატიებს:

https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%98/

https://sheniekimi.ge/2025/09/05/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-9/

 

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ვარდის წყალი - სილამაზის საიდუმლო

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ