მორთული ნაძვის ხე სახლში

საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ძველი ეგვიპტე, რომი, გერმანია — საახალწლო ნაძვის ხის საწყისები უძველეს დროსა და ცივილიზაციებში უნდა ვეძებოთ

ნაძვის ხე და მისი მორთვის ტრადიცია, როგორი ძველიც არ უნდა იყოს ის, ყველა ეპოქაში სიმბოლური დანიშნულებით გამოიყენებოდა — ხან მარადმწვანობისა და მუდმივობის გამოხატულება იყო, ხანაც — ზამთრის ბუნიობის აღსანიშნავად დგამდნენ.

სტატიაში საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციაზე გიამბობთ, მოგიყვებით, თუ როგორ რთავდა მას ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია და როგორ გავრცელდა ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში.

როგორ დაიწყო ნაძვის ხის მორთვა?

ქრისტიანობამდე დიდი ხნით ადრე მარადმწვანე მცენარეებსა და ხეებს ადამიანებისთვის ზამთარში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდათ. ზუსტად ისე, როგორც თანამედროვეობაში რთავენ სახლებს ნაძვის, ფიჭვის ან სოჭის ხეებით, ძველ დროშიც ამშვენებდნენ კარებსა და ფანჯრებს მარადმწვანე, წიწვოვანი ხეების ტოტებით. ბევრ ქვეყანაში იმისიც სჯეროდათ, რომ მარადმწვანე მცენარე სახლს ალქაჯებისგან, მოჩვენებებისგან, ავი სულებისგან ან ავადმყოფობისგან დაიცავდა.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე მოკლე დღესა და გრძელ ღამეს, 21 დეკემბერს ზამთრის ბუნიობას ეძახიან. ძველ დროში ადამიანებს სწამდათ, რომ ზამთარი მზე-ღმერთის დასუსტებისა და ავადმყოფობის გამო დგებოდა, ხოლო ბუნიობას განსაკუთრებულად იმიტომ აღნიშნავდნენ, რომ სჯეროდათ, ამ მომენტიდან მზე გამოჯანმრთელებას იწყებდა. მარადმწვანე ტოტები კი მათ ახსენებდათ იმ ფაქტს, რომ მალე ყველა მცენარე ზრდას დაიწყებდა, მზე-ღმერთი გაძლიერდებოდა და ზაფხული დაბრუნდებოდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მიიჩნევა, რომ სწორედ გერმანიაა ის ადგილი, სადაც ნაძვის ხის ტრადიცია დაიწყო იმ ფორმით, როგორსაც ჩვენ ახლა ვიცნობთ. ეს XVI საუკუნეში მოხდა, როცა ქრისტიანებმა სახლში მორთული ხეების დადგმა დაიწყეს. ზოგიერთი მათგანი საშობაოდ ხეებისგან პირამიდას აწყობდა და მათ მარადმწვანე ტოტებით და სანთლებით რთავდა.

როგორც ცნობილია, მარტინ ლუთერმა, მე-16 საუკუნის პროტესტანტმა რეფორმატორმა, პირველმა შეამკო ნაძვის ხე სანთლებით. გადმოცემის თანახმად, ზამთრის ერთ საღამოს, ქადაგებისას, ის ძალიან მოიხიბლა მარადმწვანე ტოტებს შორის ცაში ვარსკვლავების კიაფით. ამ სანახაობის გასაცოცხლებლად სახლში მთავარ ოთახში ხე დადგა და ტოტები პატარა სანთლებით შეამკო.

READ  სენსაციური ამბავი - ტიტანიკის ისტორიის პირველ ეკრანიზაციაში ტრაგედიას გადარჩენილი მსახიობი მონაწილეობდა

1846 წელს ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი სამეფო ოჯახი, დედოფალი ვიქტორია და პრინცი ალბერტი შვილებთან ერთად ილუსტრირებულ “ლონდონ ნიუსში” ნაძვის ხის გარშემო მდგარი დახატეს. წინა სამეფო ოჯახისგან განსხვავებით, ვიქტორია დიდი პოპულარობით სარგებლობდა და რასაც სამეფო კარზე აკეთებდა, ყველაფერი ელვის სისწრაფით მოდური ხდებოდა არა მარტო ბრიტანეთში, არამედ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს საზოგადოებაში. ასე გავრცელდა ნაძვის ხეც.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

- Advertisement -
Ad imageAd image

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია. 7 დეკემბერი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის