დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

0
108
#image_title

გრანდიოზული წვეულება და ცნობილი სტუმრები – დალი ჩიტალაძე 

დალი ჩიტალაძე,  მოდის ექსპერტი 62 წლის გახდა. დალიმ, ტრადიციულად, დაბადების დღე მეგობრების წრეში გადაიხადა. წვეულებას ესწრებოდნენ ანრი ჯოხაძე, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე. იუბილარი შესანიშნავად გამოიყურებოდა…

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა, | შენი სილამაზე

მოდის ექსპერტი ამბობს, რომ გენეტიკა და ბუნება ყოველთვის ვერ დაეხმარება, თუკი გარკვეულ დისციპლინას თავადაც არ გამოიმუშავებს, არ ივარჯიშებს, ჯანსაღად არ იკვებება და ა.შ.

“ეს ყველაფერი ცოტა გენეტიკის, ცოტა თავის მოვლის დამსახურებაა. ვცდილობ, კვირაში სამჯერ მაინც ვივარჯიშო, ღამე არ გავათენო, სრულფასოვნად გამოვიძინო, შეძლებისდაგვარად ჯანსაღი პროდუქტები მივიღო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ტკბილეული, ნამცხვარი და მისი ცხობაც, ერთ დღეს რომ დავაგემოვნებ, შემდეგ რამდენიმე დღე თავს უფლებას აღარ ვაძლევ, ვჭამო.

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა, | შენი სილამაზე

ადამიანები უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ თავს მოვუაროთ, შევიყვაროთ, არ ვავნოთ საკუთარ თავს. სიგარეტი არ მოწიოთ, ბევრი სასმელი არ დალიოთ და ა.შ.

საერთოდ, ასაკი რაც უფრო გემატება, ჯანმრთელობას მეტად აფასებ, თუმცა მე ბავშვობიდან ასე ვიყავი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ოჯახში როგორ იზრდები, გასწავლიან თუ არა, რა არის ჯანმრთელი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა, | შენი სილამაზე

რაც შეეხება ასაკს ადამიანი რომ ბერდება, ეს არის ღვთისგან ბოძებული მადლი. სიბერე იმას ნიშნავს, რომ შენ განვლე ცხოვრება. ასაკის მატებასთან ერთად ბევრ გამოცდილებას და ცოდნას იღებ. მერე კი უკვე გაქვს უფლება, ადამიანებს რჩევა მისცე, გამოცდილება სხვებსაც გაუზიარო, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა.- ამბობს დალი ჩიტალაძე.

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  მავნე ჩვევები, რომლებიც ნელ-ნელა თქვენს ჯანმრთელობას ანადგურებს

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ