19 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

0
69
#image_title

19 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო უფლის ბრწყინვალე ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს.

ის 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. დღე, როცა მაცხოვრის დიდება, ბრწყინვალება გამოცხადდა, კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს – სულიერ ფერისცვალებას.

19 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

,, სახარების თანახმად მაცხოვარმა სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე წაიყვანა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას მათ ნახეს, რომ იესომ მათ წინაშე ფერი იცვალა. ფერისცვალებისას მისგან ისეთი ნათელი გადმოდიოდა, რომ მოციქულებმა თვალი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ. ფერისცვალების ჟამს მოციქულებმა დაინახეს, რომ უფალს მარჯვნივ და მარცხნივ მოსე და ელია წინასწარმეტყველები ედგნენ, ზეციდან კი მამის ხმა მოისმა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვყავ; მაგისი ისმინეთ!” ამის შემდეგ მაცხოვარმა კვლავ ადრინდელი სახე მიიღო და მოციქულებს უბრძანა, მომხდარის შესახებ მის აღდგომამდე არავისთვის ეთქვათ.

19 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

ყველა თქვენგანისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება, ხოლო ოჯახებში ასევე ხილის სუფრები იშლება. მრევლს ტაძარში მოაქვს ხილი, რომელსა კურთხევის შემდეგ ან ეკლესიაში ტოვებენ, ან ოჯახებში მიაქვთ. ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს სამადლობლის გადახდის მიზნით უფალს სწირავდნენ.

სამწუხაროდ, უამრავ ტრადიციას აზრი დაეკარგა, რადგან ბევრმა არ იცის მისი მნიშვნელობა. მაგრამ ეს კეთილი ტრადიცია ჩვენში დღემდე შემორჩა. მართალია, შეიძლება ჩვენი შრომით არ მოგვყავდეს ესა თუ ის ხილი, მაგრამ მისი შეძენა ხომ იგივე ჩვენი შრომის, შემოსავლის საფუძველზე ხდება.

წყარო

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ