ჯუდ ლოუ წონის დაკლების შემდეგ შესანიშნავ ფორმაში

ჯუდ ლოუ -საოცარი ტრანსფორმაციის შესახებ

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჯუდ ლოუ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად ითვლება და მსახიობს დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. 

ჯუდ ლოუ, 51 წლის ვარსკვლავი გასულ წელს კინოკარიერას კვლავ აქტიურად დაუბრუნდა, თუმცა თუკი მას მაყურებელი, ძირითადად, რომანტიკული კომედიების განუყოფელ ნაწილად აღიქვამდა, მსახიობმა საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებულ ამპლუაში გამოსცადა. მაგრამ ჯუდ ლოუს, რომელიც მთელი ცხოვრება იდეალურ ფორმაში იყო, გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა მოუწია და მეფე ჰენრი VIII-ის როლისთვის 20 კილოგრამი მოიმატა.

ახლა ჯუდ ლოუ შესანიშნავად გამოიყურება. როგორც მსახიობი ამბობს, მომატებული კილოგრამების დაკლებაში სპორტისადმი განსაკუთრებული სიყვარული დაეხმარა. ჯუდ ლოუ ბავშვობიდან სპორტით აქტიურადაა დაკავებული, ყოველ კვირას მიმართავს იოგას, დარბის და კრივითაა გატაცებული. გარდა ამისა, როგორც ვარსკვლავი ამბობს, ინტერვალურ შიმშილს მიმართავს და ე.წ. 16-საათიან დიეტაზეა. ამ პრინციპით, მსახიობს 24 საათიდან კვების უფლება 8 საათის განმავლობაში აქვს.

ჯუდ ლოუმ გაიხსენა, რომ 20 კილოგრამის მომატების მიზნით ღამით ჭამა დაიწყო, რასაც იქამდე არასოდეს აკეთებდა. ასევე, მიირთმევდა მაღალკალორიულ საკვებს და 2 თვის შემდეგ კოლეგების წინაშე იმდენად შეცვლილი წარდგა, რომ მისი ცნობა ყველას გაუჭირდა.

#drpkhakadze #pitskhelauri

- Advertisement -
Ad imageAd image

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ჯუდ ლოუ -საოცარი ტრანსფორმაციის შესახებ. 4 დეკემბერი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%af%e1%83%a3%e1%83%93-%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a3/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  მეცნიერებმა ხელახლა შექმნეს რეაქცია, რომელმაც შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენება გამოიწვია
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის