ლაზერული ეპილაცია არასასურველი თმის მოშორების პოპულარული მეთოდია.
ბევრი ექიმი ურჩევს ორსულ ქალებს, თავი შეიკავონ ლაზერული ეპილაციისგან. ჩვენ აგიხსნით, რატომ შეიძლება ლაზერული ეპილაცია ორსულობისას არაეფექტური იყოს.
ექიმი ან ლაზეროთერაპევტი ლაზერის სხივს ანათებს იმ უბანს, სადაც კლიენტს თმის მოშორება სურს. ლაზერის სხივი რეაგირებს თმის მუქ პიგმენტზე, აღწევს თმის ფოლიკულის სიღრმემდე და გადასცემს მას სითბოს. სითბოს გადაცემის შედეგად ფოლიკული ზიანდება. მისგან შეიძლება თმა მომავალში ისევ გაიზარდოს, მაგრამ ის თავდაპირველზე უფრო თხელი და სუსტი იქნება.
ორსულობისას მრავალი ჰორმონის დონე იცვლება. ესტროგენებისა და ანდროგენების დონის მომატებამ შეიძლება თმის ჭარბი ზრდა გამოიწვიოს, სხეულის იმ უბნებშიც კი, სადაც თმა მანამდე არასდროს გქონიათ. შეიძლება მოულოდნელად თმა შეამჩნიოთ მუცელზე, სახეზე, კისერზე, მკერდზე და მკლავებზე. ორსულობისას თმის ჭარბი ზრდა ძალიან გავრცელებული მოვლენაა და, საბედნიეროდ, მხოლოდ დროებითია – მშობიარობის შემდეგ ყველაფერი ნორმაში ჩადგება.
მშობიარობის შემდეგ კი ჰორმონები ნორმალურ დონეს უბრუნდება და თმის ჭარბი ზრდა წყდება. ამასთან ერთად, თმის ცვენაც უფრო ინტენსიური ხდება. ასე რომ, ის ზედმეტი თმა, რისი მოშორებაც გსურთ, მშობიარობის შემდეგ შეიძლება თავისით დაგცვივდეთ.
პირველ რიგში, ლაზერული ეპილაციის გავლენა ორსულობაზე სათანადოდ არ არის შესწავლილი. არსებობს ძალიან მწირი რაოდენობის კვლევა, რომლებიც სარწმუნო მონაცემებს ვერ იძლევიან.
ამ თემაზე კვლევებისა და ექსპერიმენტების ჩატარება ძალიან რთულია, რადგან მეცნიერებს არ სურთ დედების და ბავშვების პოტენციურად საზიანო გამოსხივებასთან ექსპოზიცია.
ექიმთა უმრავლესობა ორსულ ქალებს ურჩევს ჩაიტარონ რაც შეიძლება ცოტა ჩარევა ორსულობის დროს და თუ რომელიმე პროცედურა სავალდებულო არ არის, მისგან თავი შეიკავონ.