ულამაზესი კაბა, ცეკვა მამასთან ერთად და გრანდიოზული წვეულება – კადრები თათა ვასაძის ქორწილიდან
ლევან ვასაძის შვილის, თათა ვასაძისა და ბათა ზედგინიძის ქორწილი 28 ივლისს გაიმართა. წყვილმა უამრავი მეგობარი დაპატიჟა. სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო და ვიდეო ვრცელდება ქორწილიდან, სადაც ჩანს, როგორ ერთობა წყვილი მეგობრებთან ერთად.
ჯვრისწერის ცერემონიაზე პატარძალს ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა.
გოგონა “სუხიშვილების” მოქმედი მოცეკვავეა. ის აქტიურია სოციალურ ქსელში და “ტიკ-ტოკსაც” იყენებს, სადაც ყოველდღიურ ვლოგებსა და ცხოვრების საინტერესო მომენტებს უზიარებს გამომწერებს. სწორედ ამ პლატფორმაზე აზიარებდა თათა რჩეულთან, ბათა ზედგენიძესთან ერთად გადაღებულ კადრებსაც.