ჯენიფერ ლოპესი თავის ტყუპ შვილებთან ემასა და მაქსთან ერთად

“ჯენიფერ ლოპესი თავისი შვილების შოუბიზნესში ჩართვას არ ჩქარობს” – როგორია ვარსკვლავის ოჯახური ცხოვრება

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

2008 წლის 22 თებერვალს ჯენიფერ ლოპესს ტყუპი შეეძინა. იგი ქალ-ვაჟის, ემასა და მაქსის დედა გახდა. შვილების მამა კომპოზიტორი და მომღერალი მარკ ენტონია, თუმცა წყვილი ბავშვების დაბადებიდან სამი წლის შემდეგ დაშორდა ერთმანეთს.

ემასა და მაქსის აღზრდას ჯენიფერ ლოპესი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება. პატარა ასაკიდანვე მათ სრულფასოვან ადამიანებად აღიქვამს და ყველა წამოწყებაში მხარს უჭერს. შვიდი წლის ასაკში ბავშვები დედასთან ერთად წითელ ხალიჩაზე პირველად გავიდნენ და მას შემდეგ ფოტოგრაფებისა და პაპარაცების კადრებში ხშირად ხვდებიან.

3-1679246768.jpg

მიუხედავად აღზრდის იდენტური პრინციპებისა, ბავშვები ერთმანეთისაგან მაინც განსხვავდებიან. ამის შესახებ თავად მომღერალმა ისაუბრა. ემას უფრო მეტად ექსპერიმენტები უყვარს და ერთი შეხედვით, შესაძლოა, მომღერლის თაყვანისმცემლებმა იფიქრონ, რომ მას ხმაურიანი ცხოვრება მოსწონს. თუმცა, როგორც ლოპესი ამბობს, მისი ქალიშვილი ძალიან მშვიდი ადამიანია და ძმისგან საგრძნობლად განსხვავდება.

- Advertisement -
Ad imageAd image
ჯენიფერის თქმით, მაქსს ფეთქებადი ხასიათი აქვს, თუმცა ასევე შესანიშნავი იუმორის გრძნობითა და ცნობისმოყვარეობით გამოირჩევა.

1-1679246782.jpg

“ემა ჩემი მინი ვერსიაა, მაქსი კი ნამდვილად მამას ჰგავს. ისინი სრულიად განსხვავებულები არიან. მაგრამ ემა საოცრად მგრძნობიარე და მშვიდი ადამიანია და შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში სრულად კონცენტრირდეს საქმეზე, მაქსი კი წარმოუდგენლად ენერგიულია, ის ძალიან მხიარულია.”- ამბობს მომღერალი.

აღსანიშნავია, რომ ჯენიფერის შვილები შესანიშნავად მღერიან, თუმცა მაქსი გეგმავს, საკუთარი მომავალი კინოსამყაროს დაუკავშიროს. გასულ წელს მისი დებიუტი ფილმში “პირველი შემხვედრი” შედგა, სადაც მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი ასრულებდა.

2-1679246801.jpg

ჯენიფერი თავისი შვილების შოუბიზნესში ჩართვას არ ჩქარობს. ახლა ისინი 15 წლისანი არიან და თავისუფლება, მეგობრებთან ერთად ყოფნა და გართობა განსაკუთრებით უყვართ. როგორც ლოპესი ამბობს, ის არც მათი პროფესიის არჩევაში ჩაერევა და არჩევნის თავისუფლებას მისცემს: “თუ მათ ენდომებათ, გახდნენ მხატვრები, მომღერლები, მოცეკვავეები, მფრინავები, არქიტექტორები ან სხვა ვინმე, სრულად დავუჭერ მხარს.” – თქვა ლოპესმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: beaumonde.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). “ჯენიფერ ლოპესი თავისი შვილების შოუბიზნესში ჩართვას არ ჩქარობს” – როგორია ვარსკვლავის ოჯახური ცხოვრება. 15 აპრილი, 2024. https://shenisilamaze.ge/jlo/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ბავშვის დასამშვიდებლად მობილურის გამოყენება: რატომ არის საზიანო
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის