ხუთშაბათი, აპრილი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიპროცედურაკანის დაავადება ეგზემას სრულიად მოულოდნელი გამომწვევი აღმოაჩინეს

კანის დაავადება ეგზემას სრულიად მოულოდნელი გამომწვევი აღმოაჩინეს

აუტანელ ქავილს, რომელიც კანის ქრონიკულ ანთებით დაავადებას, ეგზემას ახლავს თან, ახალი დამნაშავე ჰყავს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კარგად ცნობილი ბაქტერია, ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus) განაპირობებს მუდმივ ქავილს, რადგან პირდაპირ აღიზიანებს კანის მგრძნობელობით ნეირონებს; ეს აღმოჩენა მეცნიერებს შეიძლება ახალ სამკურნალო საშუალებათა შექმნაში დაეხმაროს.

ეგზემას ატოპიურ დერმატიტსაც უწოდებენ და საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებსა და მოზარდებში. გვხვდება ათიდან ერთ ზრდასრულშიც.

ამ დრომდე, ეგზემის აუტანელი ქავილის მთავარ გამომწვევად მიიჩნეოდა იმუნური უჯრედები და მათ მიერ გამოყოფილი ანთებითი მოლეკულები. ეს ქავილი ძალიან ხშირად იწვევს ნაკაწრებს, რაც კანს კიდევ უფრო აზიანებს და ის წითელი, შესივებული, დახეთქილი ხდება.

წლების წინ, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებსაც კანის ცილა, სახელად ფილაგრინი აკლიათ, ეგზემისკენ უფრო მიდრეკილები არიან; თუმცა, მაინც გაურკვეველი რჩებოდა, კონკრეტულად რა იწვევდა ქავილს, რომელიც ეგზემას ახლავს თან.

ამჯერად, ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტთა სერიაში აჩვენა, რომ S. aureus-ი — ბაქტერია, რომელიც დაზიანებულ კანში აღწევს და ინფექციას იწვევს, ერთპიროვნულად განაპირობებს ქავილს, რადგან ააქტიურებს კანის ზედაპირზე არსებულ მგრძნობელობით ნერვულ უჯრედებს.

„გამოვავლინეთ ქავილის სრულიად ახალი მექანიზმი, ბაქტერია Staph aureus-ი, რომელიც ქრონიკული ატოპიური დერმატიტის მქონე თითქმის ყველა პაციენტში ვიპოვეთ. დავადგინეთ, რომ ქავილი შეიძლება გამოწვეული იყოს თავად მიკრობით“, — ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის იმუნოლოგი ისააკ ჩიუ.

ადამიანში ეგზემის მოდელირებისთვის, მკვლევრებმა თაგვებს S. aureus-ით გაჟღენთილი მარლა შემოახვიეს. ბაქტერიას თაგვების ნაკაწრებზე ზემოქმედება შეეძლო. დადგინდა, რომ ბაქტერიები კანის ზედა ფენის, ეპიდერმისის მგრძნობელობით ნერვულ დაბოლოებებთან შეჯგუფდნენ.

იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება ზემოქმედებდეს ბაქტერია ამ ნერვებზე, მკვლევრები სისტემატურად ტესტავდნენ S. aureus-ის ინჟინერიით გამოყვანილ სხვადასხვა შტამს, რომლებსაც მიკრობთა მოლეკულური არსენალის სპეციფიკური კომპონენტები აკლდათ.

ცხრა სხვადასხვა ფერმენტის გამორიცხვის შემდეგ, ჩიუმ და მისმა კოლეგებმა იპოვეს ერთი ფერმენტი, რომელსაც S. aureus-ი კანთან კონტაქტისას გამოყოფს — პროტეაზა V8. ის თაგვებში ქავილს იწვევდა, რადგან ააქტიურებდა კიდევ ერთ ცილას, სახელად PAR1-ს, რომელიც მგრძნობელობით ნეირონებს ააქტიურებს.

READ  როგორია ინექციის გარეშე გაახალგაზრდავების მეთოდები

ფერმენტ V8-ს არმქონე S. aureus-ის ზემოქმედებისას, თაგვები თითქმის არ იფხანდნენ და მათი კანიც ნაკლებად აქერცლილი და გაღიზიანებული იყო. ასევე მსუბუქი იყო სიმპტომები, როცა თაგვები დაამუშავეს პრეპარატით, რომელიც ცილა PAR1-ს ბლოკავს.

შემდეგმა ექსპერიმენტებმა გამორიცხა იმუნური უჯრედები, როგორც ცხოველის ქავილის გამომწვევი მიზეზი. თაგვები, რომლებსაც პოხიერი უჯრედები (მასტოციტი) და ბაზოფილები არ ჰქონდა (იმუნურ უჯრედთა ტიპი, რომლებიც ქავილსა და ალერგიებში მონაწილეობენ), ბაქტერია S. aureus-ის ზემოქმედების შემდეგ ფხანას განაგრძობდნენ.

„აუცილებელი არ არის, ყოველთვის ანთება გქონდეთ, რომ მიკრობებმა ქავილი გამოიწვიონ; პირიქით, ქავილი კანზე ანთებას აძლიერებს“, — განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიკრობიოლოგი ლივენ დენგი.

თუ ეს ადამიანებშიც დადასტურდა, აღმოჩენა შეიძლება წარმოადგენდეს აშკარა სამიზნეს ახალი პრეპარატებისთვის, რომლებიც ეგზემის თანმხლებ დაუსრულებელ ქავილს მრავალ პაციენტს შეუმსუბუქებს.

ეგზემის სამკურნალო ამჟამინდელ პრეპარატთა უმეტესობა კანის დაამებას და იმუნური სისტემის დამშვიდებას ცდილობს; ასევე კანის ბარიერის აღდგენას მდგომარეობის მთლიანად მოსუფთავების გარეშე.

ამ კვლევაში დატესტილი ცილა PAR1-ის მბლოკავი უკვე გამოიყენება ადამიანებში სისხლის შედედების წინააღმდეგ და შესაბამისად, ადვილი იქნება მისთვის მიზნის შეცვლა. ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტთა ნიმუშებში თაგვების მსგავსად მაღალი იყო V8-ს დონე და უფრო მეტი იყო ბაქტერია S. aureus-ი, ვიდრე ჯანმრთელ კანში.

მიუხედავად მკაფიო შედეგებისა, მეცნიერები ამბობენ, რომ საჭიროა ამ საკითხის კიდევ უფრო მეტი კვლევა.

კვლევა Cell-ში გამოქვეყნდა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 საუკეთესო აქტივობა ალგეროში, სარდინიაზე

10 საუკეთესო აქტივობა ალგეროში, სარდინიაზე

2 April, 2025
შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაციები კანონების – „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“

შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაციები კანონების – „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“

აპრილი 2, 2025
გამორჩეული როლები თეატრსა და კინოში, ცნობილი ოჯახი და ბრწყინვალე კარიერა – ნატა მურვანიძის პორტრეტი

გამორჩეული როლები თეატრსა და კინოში, ცნობილი ოჯახი და ბრწყინვალე კარიერა – ნატა მურვანიძის პორტრეტი

2 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
„აგროჰაბი“ განცხადებას ავრცელებს

„აგროჰაბი“ განცხადებას ავრცელებს

აპრილი 2, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება

სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება

აპრილი 2, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კლასიკური პასკის რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ

კლასიკური პასკის რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ

აპრილი 2, 2025
როგორ შევინარჩუნოთ ქართული ტრადიციები ემიგრაციაში?

როგორ შევინარჩუნოთ ქართული ტრადიციები ემიგრაციაში?

2 აპრილი 2025
თბილისის საუკეთესო უბნები საცხოვრებლად

თბილისის საუკეთესო უბნები საცხოვრებლად

აპრილი 2, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები