ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ზაფხულში ვაწყდებით, არის კანის სიმშრალე.
როგორ მოვუაროთ ასეთი ტიპის კანს და როგორ შევინარჩუნოთ სიჯანსაღე?
კანი ყველაზე დიდი ორგანოა, ამიტომ მას სათუთი მოვლა სჭირდება, განსაკუთრებით ზაფხულში. ამ დროს კანის ეპიდერმისიდან იმაზე მეტი წყლის აორთქლება ხდება ვიდრე მას ღრმად მდებარე შრეების უჯრედებიდან მიეწოდება, სწორედ ამ დროს ვითარდება კანის სიმშრალე. თუ ნორმალური ტემპერატურის პირობებში კანის ზედაპირიდან ორთქლდება 200-300 მლ წყალი , ზაფხულში ეს მაჩვენებელი 2ჯერ- 3ჯერ მაღალია. ამავდროულად ზაფხულში მზეზე ყოფნის დროს ხდება კოლაგენური და ელასტიური სტრუქტურების დეგენერაცია.
სიმშრალის არსებობის პირობებში იმატებს ქავილის შეგრძნება და დაზიანებული უბნების ინფიცირების რისკი . იმისათვის რომ ამის პრევენცია მოვახდინოთ:
1) უნდა მოვერიდოთ სიცხეში ყოფნას
2) მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი
3) აქტიურად გამოვიყენოთ დასაბანი და დამატენიანებელი საშუალებები, რაც კანზე არსებული ბალანსის შენარჩუნებას განაპირობებს , რათა ნაკლებად მოხდეს სხვადასხვა ზაფხულთან თანმდევი პრობლემის განვითარება.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ მზისგან დამცავი ფილტრი კანის ტიპის მიხედვით შევარჩიოთ.
არ დაგავიწყდეთ რომ 2 მგ კანის 1 კვადრატულ სანტიმეტრზე ნაწილდება.
წყალში ყოფნის შემდგომა კი ის თავიდან უნდა იქნას სხეულზე დატანებული.