პირსინგი - ყურის, ცხვირისა და სხვა ზონების უსაფრთხოებისა და რისკების სახელმძღვანელო

პირსინგი და საფრთხეები- რა უნდა ვიცოდეთ

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

პირსინგი სხეულის ამა თუ იმ ნაწილის გახვრეტას და გახვრეტილ ადგილას სამკაულის ჩამაგრებას ნიშნავს.

ყველაზე მეტად ყურის, ცხვირისა და ჭიპის პირსინგია გავრცელებული, თუმცა ტუჩების, ენის, ლოყების და  წარბების პირსინგსაც ხშირად ვხვდებით. ქალებსა და მამაკაცებში მისი პოპულარობა თითქმის თანაბარია. პირსინგი ახალი ხილი არ გახლავთ – ასე ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები იმკობდნენ სხეულს. ზოგი ამას თავისი სოციალური სტატუსის ხაზგასასმელად აკეთებდა, ზოგს კი სწამდა, რომ სამკაული ბოროტი ძალებისგან იცავდა.

რა უნდა გაითვალისწინოთ?!

უპირველეს ყოვლისა, მოძებნეთ ლიცენზირებული სალონი, სადაც ხელსაწყოებს ავტოკლავით ასტერილებენ. თითოეული სტერილიზებული ხელსაწყო გამოყენების წინ თქვენ თვალწინ უნდა გაიხსნას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სპეციალისტი, რომელიც პროცედურას ატარებს:

უნდა იყოს სერტიფიცირებული;

- Advertisement -
Ad imageAd image

იბანდეს ხელებს თითოეული პროცედურის წინ;

იყენებდეს ერთჯერად ხელთათმანებს, ერთჯერად ნემსებს და სტერილურ ხელსაწყოებს.

ასევე წინასწარ გაარკვიეთ, ხართ თუ არა ალერგიული რომელიმე ლითონის მიმართ და იმ ლითონის სამკაულები შეარჩიეთ, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ან თითქმის არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ასეთია: ტიტანიუმი, ბიონიუმი, მასიური ოქრო. ასევე გახსოვდეთ, რომ პირსინგის გაკეთებამდე აუცილებლად უნდა იყოთ აცრილი ტეტანუსსა და B ჰეპატიტზე.

გარდა ინფექციის (მათ შორის – შიდსისა და ჰეპატიტის), ალერგიული რეაქციის, სისხლდენის, შეშუპების, ნაწიბურებისა და კელოიდების წარმოქმნის მაღალი ალბათობისა, არსებობს სხვა, უფრო სპეციფიკური პრობლემებიც, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სხეულის სხვადასხვა მიდამოს პირსინგთან.

ენის პირსინგმა შესაძლოა გამოიწვიოს მეტყველების შეფერხება, კბილების მინანქრისა და ღრძილების დაზიანება, ღეჭვისა და ყლაპვის გაძნელება.

- Advertisement -
Ad imageAd image

ყურის ხრტილის პირსინგი გაცილებით საშიშია, ვიდრე ბიბილოსი. მისმა გართულებამ შესაძლოა აბსცესი და მთელი ხრტილის დისტროფია გამოიწვიოს. არის შემთხვევები, როცა ანტიბიოტიკებით მკურნალობაც კი უშედეგოა და დაზიანებული ხრტილის მოკვეთა ხდება საჭირო.

ცხვირის პირსინგიც ასევე ყურის ბიბილოს პირსინგთან შედარებით გართულებების განვითარების გაცილებით უფრო მაღალი ალბათობით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის არის, რომ ცხვირის შიგნითა ზედაპირის სრულყოფილი დეზინფექცირება შეუძლებელია, შედეგად იქ არსებული ბაქტერიები ჭრილობის დაბინძურების და ინფექციის განვითარების მიზეზი ხდება.

READ  ხველა, მსტვინავი სუნთქვა, ქოშინი და შებოჭილობა გულმკერდის არეში-ბროქნული ასთმა!

პირსინგი საერთოდ არ არის რეკომენდებული, თუ:

კანის იმ უბანზე, რომელზეც პირსინგის გაკეთება გინდოდათ, სპეციფიკური გაღიზიანება, უჩვეულო სიწითლე, სიმაგრე ან ხალი შემჩნიეთ;

პირსინგი და საფრთხეები- რა უნდა ვიცოდეთ

გაქვთ დიაბეტი, ჰემოფილია, ავტოიმუნური დაავადება, გულის დაავადება ან სხვა ისეთი პრობლემა, რომელიც აფერხებს შეხორცების პროცესს.

წყარო 

 

 

 

 

 

 

 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). პირსინგი და საფრთხეები- რა უნდა ვიცოდეთ. 11 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის