ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიპროცედურაკვლევა - ქრონიკული ანთება თანამედროვე ქრონიკული დაავადებების უმრავლესობის განვითარებასთან ან პროგრესირებასთან არის...

კვლევა – ქრონიკული ანთება თანამედროვე ქრონიკული დაავადებების უმრავლესობის განვითარებასთან ან პროგრესირებასთან არის დაკავშირებული

მწვავე ანთება ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი პასუხია პათოგენების, დაზიანებების და ტოქსინებისგან დასაცავად. ქრონიკული ანთება განსხვავდება მწვავე ანთებისგან. კვლევები აჩვენებს, რომ ქრონიკული ანთება თანამედროვე ქრონიკული დაავადებების უმრავლესობის განვითარებასთან ან პროგრესირებასთან არის დაკავშირებული!
ქრონიკული ანთება ხელს უწყობს ისეთი მდგომარეობების განვითარებას, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სიმსუქნე, ართრიტი, ალერგია, აუტოიმუნური დარღვევები და ზოგიერთი სახის კიბოც კი. ქრონიკული ანთება დიდ როლს ასრულებს ნევროლოგიური პათოლოგიების განვითარებაშიც, როგორიცაა მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება და დეპრესია.
ვიცით, რომ ქრონიკული ანთება ნაწლავში იწყება.
ნაწლავში არის მიკროორგანიზმების მრავალფეროვანი საზოგადოება, რომელიც ცნობილია როგორც ნაწლავის მიკრობიოტა ან ნაწლავის მიკრობიომი. ამ მიკროორგანიზმების ბალანსის დარღვევას (სასარგებლო ბაქტერიების რიცხვის შემცირება და მავნე ბაქტერიების რიცხვის გაზრდა) დისბიოზი ეწოდება.
ნაწლავის დისბიოზი შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა არასწორი კვება, სტრესი, გარემო ტოქსინები, გარკვეული მედიკამენტები და ინფექციები.
დისბიოზი იწვევს ნაწლავში ანთებით პასუხს, ნაწლავის ანთებას. ანთებამ შეიძლება დააზიანოს ნაწლავის ლორწოვანი გარსი, რაც საშუალებას აძლევს ბაქტერიებსა და ტოქსინებს გადალახონ ნაწლავის ბარიერი და გაიჟონონ სისხლში, და ამ მდგომარეობას ნაწლავის გამტარიანობა, ანუ, მჟონავი ნაწლავის სინდრომი ეწოდება.
მჟონავი ნაწლავის სინდრომი კიდევ უფრო მეტად ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რაც იწვევს სისტემურ ანთებით პასუხს მთელ სხეულში. ამ, დაბალი ხარისხის, ქრონიკულმა ანთებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სხვადასხვა მდგომარეობისა და დაავადების განვითარებას და პროგრესირებას, მათ შორის აუტოიმუნური დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მეტაბოლური დარღვევების და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობებისაც.
გარდა ამისა, ნაწლავის მიკრობიომის ბალანსის დარღვევამაც თავის მხრივ, შეიძლება დაარღვიოს იმუნური ფუნქცია და ხელი შეუწყოს ქრონიკულ ანთებას არა მხოლოდ ნაწლავებში, არამედ სხვა ორგანოებსა და ქსოვილებშიც.
ნაწლავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გადამწყვეტია ზოგადი ხარისხის ქრონიკული ანთების და შესაბამისად, ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისთვის. ცხოვრების წესის ფაქტორები, მათ შორის ჯანსაღი, ბოჭკოთი მდიდარი ანთების საწინააღმდეგო დიეტა, რეგულარული ვარჯიში, გარემო ტოქსინების თავიდან აცილება, სტრესის შემცირება და ადეკვატური ძილი, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნაწლავის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და ანთების დონის შემცირებაში.
Inflammation plays a significant role in various medical conditions and diseases. While it is a natural immune response to protect the body against harmful stimuli like pathogens, injuries, or toxins, chronic inflammation can have detrimental effects on overall health.
Research has shown that chronic inflammation is linked to the development and progression of many modern medical conditions and diseases. It can contribute to a range of conditions such as cardiovascular disease, diabetes, obesity, arthritis, allergies, autoimmune disorders, and even certain types of cancer. Additionally, chronic inflammation has been implicated in neurological disorders like Alzheimer’s disease and depression.
Improving gut health is crucial as the inflammation starts in your gut. Lifestyle factors, including a healthy diet, regular exercise, stress reduction, and adequate sleep, play an essential role in reducing inflammation levels.
კვლევის შესახებ წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
სად ნახავთ ვან გოგის ნამუშევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით

სად ნახავთ ვან გოგის ნამუშევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით

11 March, 2025
გეგმური ამბულატორიის დაფინანსება სტუდენტებისთვის – რა უნდა ვიცოდეთ

გეგმური ამბულატორიის დაფინანსება სტუდენტებისთვის – რა უნდა ვიცოდეთ

მარტი 11, 2025
ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა

ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა

11 მარტი 2025
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

მარტი 10, 2025
ამბავი ასეთია – დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ

ამბავი ასეთია – დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ

მარტი 11, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია

საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია

მარტი 11, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო

კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო

მარტი 11, 2025
რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

10 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

მარტი 11, 2025
პარალიზებული პაციენტი ახალი ჩიპის დახმარებით პროთეზული ხელის მართვას ფიქრით ახერხებს

პარალიზებული პაციენტი ახალი ჩიპის დახმარებით პროთეზული ხელის მართვას ფიქრით ახერხებს

მარტი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები