ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიკოსმეტიკა სწორად რომ შევარჩიოთ- წესები

კოსმეტიკა სწორად რომ შევარჩიოთ- წესები

კანზე აგრესიული მოქმედება -გამწმენდი და დასაბანი გელები, რომლებიც კანს ასუფთავებს, სინამდვილეში, აზიანებს მას – აშრობს და ათხელებს ეპიდერმისს.

ასეთ პროდუქტს არ ექნება სათანადო ეფექტი და შეიძლება სხვა პროდუქტების შედეგებზეც იმოქმედოს.

ქაფიანი პროდუქტები კანის გასაწმენდად ბევრად უფრო ეფექტურია: ისინი არ არღვევენ კანის  ბალანსს, აშორებენ ჭუჭყს და უნარჩუნებენ კანს ბუნებრივ დაცვას. დამზოგველი დასაბანი საშუალების გამოყენების დროსაც სახე დაიბანეთ თბილი წყლით.

სხვადასხვა ტიპის კანი განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. თუ კანის მოვლის არასწორ საშუალებას აირჩევთ, შეიძლება გამონაყარი გამოიწვიოთ ან შედეგი საერთოდ ვერ შენიშნოთ. ნორმალური კანის მქონეთათვის ნებისმიერი საბაზისო მოვლის ფორმა მისაღები იქნება. მაგრამ სხვა ტიპის კანისთვის პროდუქტები მეტი სიფრთხილით უნდა შეირჩეს.

ცხიმიანი კანის იდენტიფიცირება ყველაზე მარტივია: ბზინვარება, რომელიც გაწმენდის შემდეგ თითქმის მყისიერად ჩნდება, ფართო ფორები და ანთებისკენ მიდრეკილება. ამ ტიპისთვის შესაფერისია დამატენიანებელი ჰიალურონის მჟავით ან გლიცერინით. შეარჩიეთ ტექსტურები, რომლებიც არ დაახშობს ფორებს.

კოსმეტიკა სწორად რომ შევარჩიოთ- წესები | შენი სილამაზე

მშრალი კანი ხშირად იქერცლება, მკვეთრად რეაგირებს ყველა გაღიზიანებაზე და ხშირად იწვევს დაჭიმვის შეგრძნებას. მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება მკვრივი მკვებავი ტექსტურები. ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მხოლოდ დამატენიანებელ, არამედ ეპიდერმისის აღმდგენ კრემებზე, მაგალითად, ვიტამინი E, პანთენოლი, შიის კარაქი.

კომბინირებული კანის დროს უნდა მოფრთხილდეთ: სახის მშრალი უბნები უნდა გამოკვებოთ, მაგრამ არ გადატვირთოთ ეპიდერმისი. საუკეთესო ვარიანტია მცენარეული ინგრედიენტების შემცველი პროდუქტები, რომლებიც ატენიანებენ და აძლიერებენ კანის დამცავ ფუნქციებს.

ხშირად, კანისა და ასაკის თავისებურებების გამო, არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი დამატენიანებელი ძირითადი პროდუქტის გამოყენება. უპირველესად რაც უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ კანის მოვლის საშუალებებმა რეალურად იმოქმედონ, სპეციალისტთან კონსულტაციაა. ეს ხელს შეუწყობს სიმშრალის, ცხიმიანობის ან ანთების გამომწვევი მიზეზის დადგენას და გამორიცხავს ვიტამინის დეფიციტს, რაც ასევე მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები