ქალი იყენებს ღამის კრემს ძილისწინა რუტინის დროს

ძილი, სილამაზე და ძილისწინა რუტინა

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
ძილისწინა სწორი რუტინა კანის სილამაზისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მელატონინის ოპტიმიზაცია და ღამის კრემის სწორი გამოყენება ვიზუალურ შედეგს რამდენიმე კვირაში იძლევა.
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ცნობილია, თუ გსურთ, რომ კარგად გამოიყურებოდეთ, უნდა გამოიძინოთ. მაგრამ, თურმე, მარტო გამოძინება არ კმარა.

ჯერ ერთი, საჭიროა ძილის წინ კანის მოვლა და, გარდა ამისა, რეკომენდებულია დასაძინებლად ღამის 11 საათამდე დაწოლა – სანამ ორგანიზმში ძილის ჰორმონის – მელატონინის გამომუშავება დაიწყება. ის არა მარტო განდევნის უძილობას, არამედ ეხმარება კანს აღდგენაში. მელატონინის გამომუშავების პიკი მოდის 23 საათიდან დილის 4 საათამდე პერიოდში. და თუ ღამის კრემს დაწოლამდე 1 საათით ადრე წაისვამთ, განახლების პროცესი უფრო ეფექტურად წარიმართება. მაშინაც კი, თუ თქვენ ძალიან გვიან, შუაღამის შემდეგ წვებით დასაძინებლად, ღამის მკვებავის 23 საათამდე წასმაზე მაინც ნუ იტყვით უარს.ძილი, სილამაზე და ძილისწინა რუტინა

ღამის კრემებს არ ყოფენ კანის ტიპის მიხედვით, რადგან მათ ერთი ამოცანა აქვთ – შექმნან საჭირო პირობები უჯრედების განსაახლებლად. ამასთან, თითოეული კრემი შეიცავს სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებას, რომლებსაც აქვთ დამატენიანებელი, მკვებავი და გამამკვრივებელი ზემოქმედება. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი მათგანი სჭირდება თქვენს კანს და ისე გააკეთოთ არჩევანი. წაისვით კრემის თხელი ფენა, 15-20 წუთის შემდეგ კი აიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით, რომ არ გქონდეთ ნიღბის შეგრძნება. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ სახის მასაჟის დროს.

თ ვერ გამოიძინეთ და ამიტომაც ვერ გამოიყურებით კარგად? არსებობს კანის გამოცოცხლებისა და შეშუპების საწინააღმდეგო რამდენიმე საშუალება: დაიბანეთ პირი, ოღონდ, არა მხოლოდ წყლით, არამედ, გამოიყენეთ თქვენ მიერ შერჩეული გამწმენდი საშუალება – გელი ან ქაფი. ღამის განმავლობაში ფორებიდან გამოიყოფა ტოქსინები და კანის ცხიმის ნაწილაკები, რომლებიც კანს მორუხო ფერს აძლევს, მაგრამ, როგორც კი ამ ნაწილაკებს მოიშორებთ, კანი ნათელ ელფერს შეიძენს.

 

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ძილი, სილამაზე და ძილისწინა რუტინა. 14 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-2/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ჯანსაღი ცხოვრების წესი – დაიწყეთ დღეიდან
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის