ორგანული კოსმეტიკა სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან მომხმარებლები უფრო ხშირად ეძებენ ნატურალურ და სასარგებლო საშუალებებს, რომლებიც არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს. თუმცა როგორ ავირჩიოთ საუკეთესო პროდუქტი, რომელიც ეფექტური იქნება და თან არ დააზარალებს ჩვენს ბიუჯეტს? ამ სტატიაში თქვენ ნახავთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ნატურალური კოსმეტიკა.
კოსმეტიკა – ინგრედიენტების შესახებ
ნატურალური კოსმეტიკა ხშირად მოიცავს ორგანულ ინგრედიენტებს, როგორიცაა ალოე ვერა, არგანის ზეთი, ან ორგანული ზეითუნის ზეთი. ეს ინგრედიენტები თქვენს კანს ეხმარება ჰიდრატაციას, დამამშვიდებლობას და აღდგენას. როცა პროდუქტს შეარჩევთ, ყურადღება მიაქციეთ ინგრედიენტების სიის პირველ 5-6 ქვეპუნქტს, რადგან ისინი ძირითადად ყველაზე მაღალი კონცენტრაციის არიან. ბუნებრივ კომპონენტებს უნდა ეწეროს “ორგანული” ან “ბიო” ტერმინი.
კოსმეტიკა – სერტიფიკატები და ლიცენზიები
გამიჯნეთ სანდო და მაღალი ხარისხის ბრენდები იმ პროდუქციისგან, რომლებიც არ შეიცავენ დარწმუნებულ სერტიფიკატებს. არაორგანული პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს პარაბენებს, სილიკონებს ან სხვა კონსერვანტებს, რომლებიც არაეფექტურია და შესაძლოა სახეზე გამონაყარი არ დამწვრობა გამოიწვიოს. დარწმუნდით, რომ პროდუქტი არის ECOSERT ( საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პროდუქტი ან ინგრედიენტები სერტიფიცირებულია როგორც ორგანული), COSMOS (ნატურალური და ორგანული კოსმეტიკის სერტიფიკაციის სისტემა, რომელიც შექმნილია ევროპის რამდენიმე წამყვანი ორგანიზაციის მიერ ), ან USDA Organic ( სერთიფიკატი, რომელიც გაიცემა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ. ამ სერტიფიკაციის მქონე პროდუქცია უნდა იყოს მინიმუმ 95% ორგანული ინგრედიენტებისგან შედგენილი და მკაცრად აკონტროლებს ქიმიური ნივთიერებების, პესტიციდებისა და მავნე ნივთიერებების გამოყენებას წარმოების პროცესში ) სერტიფიცირებული.
მშობლიური და ადგილობრივი ბრენდები
ძალიან ხშირად ადგილობრივი ბრენდები უფრო ხელმისაწვდომი და ბუნებრივია. მათ ხშირად უფრო იაფფასიანი წარმოება აქვთ, ვიდრე დიდ საერთაშორისო კომპანიებს, რაც ფასის განახლებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ადგილობრივი ბრენდების პროდუქტი ხშირად ნაკლებად ექვემდებარება ტრანსპორტირების დროს დაგროვილ ქიმიკატებს, რაც პროდუქტს უფრო ნატურალურად აქცევს.
შეამოწმეთ პროდუქტის პH დონის შესაბამისობა
კანის პH დონე უნდა იყოს 4.5-5.5 შორის. შეამოწმეთ, რომ პროდუქტი არ შეიცავს მჟავა ან ალკალურ ( ნიშნავს ნივთიერებას, რომელიც აქვს მაღალ პH დონეს, ანუ ამ ნივთიერებების pH 7-ზე მეტია )ნივთიერებებს, რომლებიც თქვენი კანისთვის დამაზიანებელია. ბუნებრივი ინგრედიენტები ხშირად უფრო უსაფრთხოა, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი, ყურადღება მიაქციეთ პH დონის შესაბამისობას.
თუ ეძებთ ნატურალურ და იაფი კოსმეტიკას, არასდროს ჩაატაროთ ზედაპირული არჩევანი. გაითვალისწინეთ მომხმარებელთა შეფასებები, შეხედულებები და ექსპერტების რევიუები. ასევე, ყოველთვის გააკეთეთ პათჩ-ტესტი, იმისთვის, დარწმუნდეთ, პროდუქტი არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
ნატურალური კოსმეტიკის ეფექტი ყოველთვის არ ჩანს მყისიერად. იმისთვის, რომ იგრძნოთ შედეგი, გამოიყენეთ პროდუქტი მინიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში. ნატურალური კომპონენტებს ხშირად სჭირდებათ მეტი დრო, რომ მათ გავლენა მოახდინონ კანისა და ფერის ტონზე.
ნატურალური კოსმეტიკის შერჩევა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ თუ ზედმიწევნით და ყურადღებით შეარჩევთ პროდუქციას, რომელიც შეიცავს მხოლოდ სასარგებლო ინგრედიენტებს, არა მარტო ეფექტურად იმოქმედებ კანზე, არამედ ბიუჯეტურიც იქნება.
ავტორი: ანა გენებაშვილი
მასალის გამოყენების პირობები