ახალი წლის ტრადიციები საქართველოს კუთხეებში | შენი სილამაზე

ახალი წლის ტრადიციები საქართველოს კუთხეებში

SheniSilamaze.ge
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოშიც ასე ხდება – 31 დეკემბერს ახალი წლის მოლოდინში უამრავი ადამიანი ხარობს, ირთვება ნაძვისხე, მის ქვეშ საჩუქრები ლაგდება, ბავშვებთან თოვლის პაპა ან სანტა-კლაუსი მოდის, იშლება მდიდრული სუფრა და არის დიდი მხიარულება. 

ახალი წლის მხიარულებას მოსდევს ძველით ახალი წელიც საქართველოში. 14 იანვარი, როდესაც საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება, რელიგიურ დატვირთვასაც ატარებს – ეს წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა, ამიტომ ამ დღეს ქართველები ბასილობას ან კალანდას უწოდებენ.

„ბასილას წვერი“

ძველით ახალი წლისთვის სახლში აუცილებლად იდგმებოდა ჩიჩილაკი. ის თხილის მსხვილი ხისგან მზადდება და ამ საქმეს კარგი ოსტატი სჭირდება. მან ხის ღეროს ჯერ კანი უნდა გააცალოს, შემდეგ გააცხელოს, რომ დრეკადი გახდეს, ბოლოს კი ქვემოდან ზემოთ ქერქი დანით უნდა აათალოს ისე, რომ ხეზე ბევრი ბურბუშელა გაჩნდეს. ბურბუშელიან ხის ღეროს ქვემოთ სადგარი დაუმაგრდება, ზემოთ კი – ჯვარი და ჩიჩილაკი მზადაა. შემდეგ  ის ხილით, ჩურჩხელით, ტკბილეულით ირთვებოდა და კალანდობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი იყო. მას „ბასილას წვერსაც“ ეძახდნენ.

სპეციალურად ამ დღისთვის დიასახლისი ტკბილ ნამცხვარს – „ბასილოპიტას“ აცხობდა და მასში მონეტას მალავდა. მიიჩნეოდა, რომ, ვისაც ეს მონეტა შეხვდებოდა, დამდეგ წელს წმინდა ბასილისგან განსაკუთრებული შეწევნა ექნებოდა. „ბასილოპიტობა“ ახლაც აღინიშნება საქართველოს არაერთ მონასტერში. რაც შეეხება ჩიჩილაკს, საახალწლოდ მას დღესაც თითქმის ყველა ოჯახში შეხვდები.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

აჭარული ახალი წელი

სანამ საათი ახალ წელს ჩამოჰკრავდა, აჭარაში სახლის მისაღებ ოთახში ფერადი ბაფთებით მორთული მამალი ცხვარი შეჰყავდათ. ეს ხვავისა და ბარაქის სიმბოლო იყო.  ახალი წლის პირველივე წუთებში ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და თოფს ისროდა, როგორც სიცოცხლის გაგრძელებისა და სიხარულის სიმბოლოს. ამ დროს ოჯახის დიასახლისი წითელ კაბას იცვამდა და სახლის ყველა ოთახში შაქარში არეულ ბრინჯს აბნევდა, დამდეგ წელს ოჯახს სიტკბო და სიუხვე რომ დაჰბედებოდა. დილით ოჯახის უფროსი ბოსელში ჩადიოდა და რკინის ჯაჭვს გაათრევდა, რომ საქონელიც მრავლად ჰყოლოდათ. დიასახლისი კი ეზოდან სახლში წყლით სავსე დოქს შეიტანდა და ოთახებს მოაპკურებდა.

READ  რამდენი ხანი უნდა დავუთმოთ ვარჯიშს

მეკვლე და მფერხავი

როგორც ახალი, ისე ძველით ახალი წელი წარმოუდგენელი იყო მეკვლის გარეშე. მეკვლე, რომელსაც აჭარაში მფერხავს უწოდებენ, ის ადამიანია, ვისაც მასპინძელი ოჯახი ენდობა და განსაკუთრებული კეთილგანწყობით ეპყრობა. სწორედ ასეთ ადამიანს ირჩევდნენ ახალი წლის პირველ სტუმრად ოჯახში და განსაკუთრებულ დახვედრას უწყობდნენ.

თავის მხრივ, მეკვლეც ხელდამშვენებული მიდიოდა ოჯახში, რომ იქაურებს ხვავი და ბარაქა დაჰბედებოდათ. მეკვლეს ოჯახის უფროსი ტკბილეულით ეგებებოდა კარში და პირს გოზინაყით ჩაუტკბარუნებდა. მიიჩნეოდა, რომ დამდეგ წელს ოჯახის კეთილდღეობა მეკვლის „კარგ ფეხზე“ იყო დამოკიდებული, ამიტომ, დიდ პატივთან ერთად, მეკვლეობა დიდი პასუხისმგებლობაც იყო. მეკვლის ტრადიცია საქართველოში დღემდე შენარჩუნებულია.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSilamaze.ge. ახალი წლის ტრადიციები საქართველოს კუთხეებში [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1/
shenisilamaze.ge
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniSilamaze.ge
მიჰყევით:
#drpkhakadze
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.