ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგილამაზი სხეული, ლამაზი სულის გამოძახილია

ლამაზი სხეული, ლამაზი სულის გამოძახილია

სინამდვილეში პირიქით არის. დიახ, პირიქით- ლამაზ სულშია ლამაზი სხეული!

ჩვენ არ ვართ ფიზიკური სხეულები, რომლებსაც აქვთ სულიერი ნაწილი. ჩვენ ვართ სულიერი არსებები განსხეულებულები ამ მოცემულ ფიზიკურ სხეულში. ჩვენი სულიერი, არა-ფიზიკური სხეულია ის, რომელსაც აქვს სიცოცხლის გამოცდილება უსასრულო დროის ამ მონაკვეთში. თუ მასზე ვიზრუნებთ და მას მოვუვლით საკმარისად, მაშინ ის ისეთ სილამაზეს მოგვცემს, როგორსაც ვერცერთი პლასტიკური ქირურგი ან სილამაზის პროცედურა ვერ მოგვანიჭებს. ადამიანი ლამაზდება შიგნიდან და არა გარედან.

გარეგნულად ლამაზი ადამიანები მხოლოდ ვიზუალური იმიჯის საშუალებით ვერასოდეს მოახერხებენ იმ მიმზიდველობის და მაგნეტიზმის გამოსხივებას, რომელიც აქვთ შინაგანად ლამაზ ადამიანებს. ჩვენი სულიერი, არა-ფიზიკური, ენერგეტიკული სხეული არის ის, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ჯანმრთელობის, მომხიბვლელობის, ქარიზმის, უნიკალურობის, სიმდიდრის, სიუხვის, სისავსის, წარმატების და კრეატიულობის დონეს და ხარისხს, ზოგადად, იმას თუ რამდენად ბედნიერები ვართ.

ის ფიზიოლოგიური მახასიათებლები, რაც გენეტიკურად გადმოგვეცა, ის ცოდნა, რომელიც შევიძინეთ, ის ანალიტიკური განსჯის და ფიქრის უნარი, რომელიც შევისწავლეთ… არის დამატებითი ინგრედიენტები, რომლითაც შეგვიძლია შევავსოთ ჩვენი ყოფიერება, მაგრამ ის გენეტიკური მახასიათებლები მიაღწევენ თუ არა თავის მაქსიმალურ განვითარებას, ის ცოდნა და უნარები იქნებიან თუ არა ჩვენს მიერ სრულად გამოყენებული, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ე.წ. ნიშნულებზეა დაყენებული ჩვენი ენერგო-სხეული სამყაროს ენერგო-ველშილამაზი სხეული, ლამაზი სულის გამოძახილია | შენი სილამაზე

და მაინც როგორ გავაკეთოთ ისე, რომ გავჯანსაღდეთ და გავლამაზდეთ არა-მატერიალური, სულიერი ანუ ენერგეტიკული განზომილებიდან?

პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ ძველი ემოციური ტვირთისგან გათავისუფლება.გარედან რამდენი მაკიაჟიც არ უნდა ვიკეთოთ, რამდენად ძვირფასი ტანისამოსიც არ უნდა ვატაროთ, რამდენი ფიტნესიც არ უნდა ვაკეთოთ, რამდენად ჯანსაღი ცხოვრების წესითაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, არ და ვერ ვიქნებით კარგად თუ არ მივხედავთ ჩვენს ენერგო-სხეულს.

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  რჩევები- სათვალის ტარებისას ლამაზად რომ გამოიყურებოდეთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები