ქალი მედიტაციის დროს, შინაგანი სილამაზისა და ენერგიის სიმბოლო

ლამაზი სხეული, ლამაზი სულის გამოძახილია

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სინამდვილეში პირიქით არის. დიახ, პირიქით- ლამაზ სულშია ლამაზი სხეული!

ჩვენ არ ვართ ფიზიკური სხეულები, რომლებსაც აქვთ სულიერი ნაწილი. ჩვენ ვართ სულიერი არსებები განსხეულებულები ამ მოცემულ ფიზიკურ სხეულში. ჩვენი სულიერი, არა-ფიზიკური სხეულია ის, რომელსაც აქვს სიცოცხლის გამოცდილება უსასრულო დროის ამ მონაკვეთში. თუ მასზე ვიზრუნებთ და მას მოვუვლით საკმარისად, მაშინ ის ისეთ სილამაზეს მოგვცემს, როგორსაც ვერცერთი პლასტიკური ქირურგი ან სილამაზის პროცედურა ვერ მოგვანიჭებს. ადამიანი ლამაზდება შიგნიდან და არა გარედან.

გარეგნულად ლამაზი ადამიანები მხოლოდ ვიზუალური იმიჯის საშუალებით ვერასოდეს მოახერხებენ იმ მიმზიდველობის და მაგნეტიზმის გამოსხივებას, რომელიც აქვთ შინაგანად ლამაზ ადამიანებს. ჩვენი სულიერი, არა-ფიზიკური, ენერგეტიკული სხეული არის ის, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ჯანმრთელობის, მომხიბვლელობის, ქარიზმის, უნიკალურობის, სიმდიდრის, სიუხვის, სისავსის, წარმატების და კრეატიულობის დონეს და ხარისხს, ზოგადად, იმას თუ რამდენად ბედნიერები ვართ.

ის ფიზიოლოგიური მახასიათებლები, რაც გენეტიკურად გადმოგვეცა, ის ცოდნა, რომელიც შევიძინეთ, ის ანალიტიკური განსჯის და ფიქრის უნარი, რომელიც შევისწავლეთ… არის დამატებითი ინგრედიენტები, რომლითაც შეგვიძლია შევავსოთ ჩვენი ყოფიერება, მაგრამ ის გენეტიკური მახასიათებლები მიაღწევენ თუ არა თავის მაქსიმალურ განვითარებას, ის ცოდნა და უნარები იქნებიან თუ არა ჩვენს მიერ სრულად გამოყენებული, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ე.წ. ნიშნულებზეა დაყენებული ჩვენი ენერგო-სხეული სამყაროს ენერგო-ველშილამაზი სხეული, ლამაზი სულის გამოძახილია

და მაინც როგორ გავაკეთოთ ისე, რომ გავჯანსაღდეთ და გავლამაზდეთ არა-მატერიალური, სულიერი ანუ ენერგეტიკული განზომილებიდან?

- Advertisement -
Ad imageAd image

პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ ძველი ემოციური ტვირთისგან გათავისუფლება.გარედან რამდენი მაკიაჟიც არ უნდა ვიკეთოთ, რამდენად ძვირფასი ტანისამოსიც არ უნდა ვატაროთ, რამდენი ფიტნესიც არ უნდა ვაკეთოთ, რამდენად ჯანსაღი ცხოვრების წესითაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, არ და ვერ ვიქნებით კარგად თუ არ მივხედავთ ჩვენს ენერგო-სხეულს.

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ლამაზი სხეული, ლამაზი სულის გამოძახილია. 27 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ტოპ 3 საახალწლო ფილმი -შეიქმენით საახალწლო განწყობა
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის