ორშაბათი, ივნისი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ შევინარჩუნოთ ლამაზი ფეხები

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი ფეხები

ლამაზი ფეხების შესანარჩუნებლად უნდა გაითვალისწინოთ

ფეხების მდგომარეობაზე დიდად არის დამოკიდებული ადამიანის თავდაჯერებული სიარული და განწყობაც კი.

ფეხებიც ისევე იმსახურებს კოსმეტიკურ ყურადღებას, როგორც სხეულის სხვა ნაწილები. იგულისხმება კრემები, ნიღბები, აბაზანები თუ მასაჟი. ეს ყველაფერი კარგად ხსნის ფეხების დაღლილობას და ეხმარება ნახეთქების შეხორცებას. პედიკიური, სამწუხაროდ, ყველა პრობლემას ვერ აგვარებს.

ფეხების მიმზიდველობის შენარჩუნება სრულიადაც არ არის რთული. ლამაზი, ატლასივით გლუვი ფეხებისთვის აუცილებელია მათი კვება და დატენიანება. ფეხის მიდამოში კანი შედარებით ღარიბია ცხიმოვანი ჯირკვლებით, ამიტომ ადვილად უწყლოვდება. კანის სიმშრალემ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და ქავილი, უფრო ხშირად, ღამით. მშრალი კანი ნაკლებად ელასტიკური, გლუვი და მკვრივია. კანის ყოველდღიური დატენიანება, განსაკუთრებით დაბანის შემდეგ, ეფექტურად აფერხებს დაბერების პროცესს. დაბანის შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი და მკვებავი კრემების გამოყენება.

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი ფეხები | შენი სილამაზე

კრემი უნდა წაისვათ ქვემოდან ზემოთ, ფეხების ზედა ნაწილის კანის სიმკვრივისთვის საჭიროა სპეციალური, კანის სიმკვრივის გამაუმჯობესებელი პრეპარატების გამოყენება. ისინი უნდა იხმაროთ მთელი წლის განმავლობაში, უმჯობესია დილას, კონტრასტული შხაპის შემდეგ.

წყარო 

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  შავი ყავის 5 სასარგებლო თვისება თქვენი ჯანმრთელობისთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები