მაია ჯაბუას ცხოვრების საინტერესო მხარე

0
48
#image_title

ყველასთვის საყვარელი მომღერალი მაია ჯაბუა საზოგადოებასა და მედიაში ხშირად ჩნდება. მომღერალი 1962 წლის 8 მაისს დაიბადა.

მაია ჯაბუა პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, (ეს ბევრმა არც კი იცის) თუმცა უნივერსიტეტში მიღებული დიპლომი არასდროს გამოუყენებია.

სიმღერა დაიწყო 6 წლის ასაკში, მღეროდა ყოფილ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ვოკალურ ჯგუფში. 1971-1986 წლებში იყო ამავე სასახლესთან არსებულ ბავშვთა ვოკალურ-საკრავიერო ანსამბლ „მზიურში“. 1986 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია, ძირითადად მღერის ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. 2016 წლის იანვარში სახელმწიფო ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

მზიურში” მისი პირველი გამოჩენა საზოგადოებას კარგად ახსოვს – მაია ჯაბას შესრულებული სიმღერა “მეორე ლეგენდა” თითქმის ყველამ ზეპირად იცოდა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ