ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი ცხოვრების წესიმასშტაბური ოპერაცია - ახალი სიცოცხლე აორტის დისექციის მქონე პაციენტებისთვის - გუნდური მუშაობის...

მასშტაბური ოპერაცია – ახალი სიცოცხლე აორტის დისექციის მქონე პაციენტებისთვის – გუნდური მუშაობის შედეგი

ახალი სიცოცხლე აორტის დისექციის (განშრევების) მქონე პაციენტებისთვის – გუნდური მუშაობის შედეგი.

გიამბობთ ჩვენი კარდიოქირურგიული გუნდის მიერ ჩატარებულ ურთულეს, მასშტაბურ ოპერაციაზე თანამედროვე კარდიოქირურგიაში, რომელიც კლინიკა მედცენტრში წარმატებით ჩატარდა.
პაციენტთან ჩატარებული აორტოგრაფიული კვლევით დადასტურდა აორტის ბოლქვის, აღმავალი აორტის, რკალის, დასწვრივი აორტის, მუცლის აორტის განშრევებადი ანევრიზმა, გავრცელებით თეძოს არტერიებზე. (Stanford A, De bakey Type I). აორტის სარქვლის მძიმე ხარისხის თანდართული ნაკლოვანებით და თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით, რის გამოც გადაწყდა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.
8 საათიანი ურთულესი ქირურგიული ჩარევის წინ, წინასწარ კარდიოქირურგების მიერ იქნა დამზადებული დაკრონის ტრიფურკაციული სისხლძარღვოვანი პროტეზი რომელიც იქნა გამოყენებული აორტის რკალის ჩანაცვლებისთვის, ასევე აორტის ბოლქვის, აღმავალი აორტის რეზექცია, ბიოლოგიური სარქვლის ჩაკერება და კორონარული ოსტიუმების რეინპლანტაცია სისხლძარღვოვანი პროტეზის გამოყენებით (Bentall procedure).
ურთულესი დიაგნოზის და ოპერაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რეაბილიტაციის პროცესს ბატონი ბიჭიკო ოპერაციიდან 10 დღეში ბინაზე განაგრძობს.
შეიძლება იყოს ნაჯღაბნი ამისა: გული და ტექსტი
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  რა ხდება ორგანიზმში, როდესაც გრიპის დროს ანტიბიოტიკს ვიღებთ?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები