კარდიოქირურგიული ოპერაცია აორტის დისექციის მკურნალობისთვის

მასშტაბური ოპერაცია – ახალი სიცოცხლე აორტის დისექციის მქონე პაციენტებისთვის – გუნდური მუშაობის შედეგი

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ახალი სიცოცხლე აორტის დისექციის (განშრევების) მქონე პაციენტებისთვის – გუნდური მუშაობის შედეგი.

გიამბობთ ჩვენი კარდიოქირურგიული გუნდის მიერ ჩატარებულ ურთულეს, მასშტაბურ ოპერაციაზე თანამედროვე კარდიოქირურგიაში, რომელიც კლინიკა მედცენტრში წარმატებით ჩატარდა.
პაციენტთან ჩატარებული აორტოგრაფიული კვლევით დადასტურდა აორტის ბოლქვის, აღმავალი აორტის, რკალის, დასწვრივი აორტის, მუცლის აორტის განშრევებადი ანევრიზმა, გავრცელებით თეძოს არტერიებზე. (Stanford A, De bakey Type I). აორტის სარქვლის მძიმე ხარისხის თანდართული ნაკლოვანებით და თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით, რის გამოც გადაწყდა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.
8 საათიანი ურთულესი ქირურგიული ჩარევის წინ, წინასწარ კარდიოქირურგების მიერ იქნა დამზადებული დაკრონის ტრიფურკაციული სისხლძარღვოვანი პროტეზი რომელიც იქნა გამოყენებული აორტის რკალის ჩანაცვლებისთვის, ასევე აორტის ბოლქვის, აღმავალი აორტის რეზექცია, ბიოლოგიური სარქვლის ჩაკერება და კორონარული ოსტიუმების რეინპლანტაცია სისხლძარღვოვანი პროტეზის გამოყენებით (Bentall procedure).
ურთულესი დიაგნოზის და ოპერაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რეაბილიტაციის პროცესს ბატონი ბიჭიკო ოპერაციიდან 10 დღეში ბინაზე განაგრძობს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). მასშტაბური ოპერაცია – ახალი სიცოცხლე აორტის დისექციის მქონე პაციენტებისთვის – გუნდური მუშაობის შედეგი. 26 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  მენოპაუზა — ახალი ეტაპი სხეულისთვის და მისი გავლენა სექსუალობაზე
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის