Victoria’s Secret-ის შოუ ნამდვილი მოვლენაა მსოფლიო შოუბიზნესში და წლებია, ასე გრძელდება. მსოფლიოს წამყვანი მოდელები ღებულობენ მონაწილეობას ამ წარმოდგენაში. წელს უკვე მეორედ გამოჩნდა მატილდა გვარლიანი როგორც ვიქტორიას “ანგელოზი”
ასევე აღსანიშნავი იყო დები ჰადიდების გამოსვლა. როგორც ცნობილია, 29 წლის ბელა ჰადიდს ცოტა ხნის წინ ლაიმის დაავადება გაუმძაფრდა და კლინიკაში იწვა. თუმცა სცენაზე კვლავ ამაყად გამოვიდა. ჯიჯი ჰადიდი კვლავ ცენტრალური მოდელი იყო შოუსი.
წელს ორსულ ქალბატონებს ჟასმის ტუქსი წარმოადგენდა, რომელიც მეორე შვილს ელოდება.
ასევე გამოჩნდნენ ირინა შეიკი, ალესანდრა ამბროზიო, ეშლი გრემი, კენდის სვეინპოილი და სხვები.
მატილდა გვარლიანი, რომელიც მოდის სფეროში უკვე რამდენიმე წელია აქტიურად საქმიანობს, ცნობილია თავისი უნიკალური იერითა და პროფესიონალიზმით. მისი მონაწილეობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შოუში არა მხოლოდ ინდივიდუალური მიღწევაა, არამედ ქართული მოდის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„Victoria’s Secret“-ის წლევანდელი შოუ გამორჩეული იყო მრავალფეროვნებითა და მოდელების ბუნებრივი სილამაზის წარმოჩენით. მატილდა სცენაზე ნატურალური მაკიაჟით და თავდაჯერებული გამოსვლით გამოვიდა, რაც ხაზს უსვამდა მის სიმარტივესა და ბუნებრივ ელეგანტურობას.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi