ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 - მედიაჰოლდინგი "შენი" დგას ქართული წარმოების გვერდით

ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

ავტორი: ანა ბილანიშვილი

23 მარტს სასტუმრო ბილტმორ თბილისში  მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზებით ჩატარდა.

 

სიმპოზიუმი

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მეწარმე ქალების სიმპოზიუმი, მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ასევე მათ მიიღეს აუდიტორული, ბუღალტრული და იურიდიული საკონსულტაციო მომსახურება აბსოლუტურად უსასყიდლოდ.
შეხედრაზე განიხილეს ისეთი ძირითადი თემები, როგორიცაა:
შრომითი ხელშეკრულებების პრობლემური ასპექტები, 2024-2025 წლებში საგადასახადო კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები, სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი მოლაპარაკებები და სხვა.
   დამსწრე საზოგადოებამ სპიკერებს შორის იხილა: ნინო ლიპარტია, მარიეტა მაჭარაშვილი, ეკა რუხაძე, ლალი ბადრიძე.

სიმპოზიუმი

სიმპოზიუმი გახსნა „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თეა ადუაშვილმა, რომელსაც მედიაჰოლდინგი 《შენი》 ესაუბრა:

 

სიმპოზიუმი

,,ჩვენი სიმპოზიუმი უკვე მესამე წელია, ხორციელდება 100 ქალი მეწარმის მხარდასაჭერად.  ჩვენი ,,ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ დაარსდა 2020 წელს და პირველივე დღიდან მჭიდრო კავშირი გვაქვს ქალ მეწარმეებთან და მხარს ვუჭერთ მათ. მხარდაჭერა სხვადასხვა სახით ხორციელდებოდა, თუმცა სამი წელია სიმპოზიუმის სახე მივეცით და ძალიან საინტერესო, ძალიან მასშტაბური ღონისძიება ტარდება ყოველი წლის მარტის თვეში. რაც მთავარია, ჩვენი პარტნიორი არის ასევე GLIP-ი და მათთან ერთად ვახორციელებთ ამ ყველაფერს არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ პროექტებშიც ძალიან წარმატებულია ჩვენი საქმიანობა. ამ ღონისძიებაზე, ვიტყვი, რომ 4 სპიკერი გვყავს. გვაქვს იურიდიული საკითხები, საგადასახადო საკითხები, თუმცა დავამატეთ ქალებისთვის ძალიან საინტერესო თემა. მოწვეული გვყავს ფსიქოლოგი, ქალბატონი ლალი ბადრიძე, რომელიც წარმართავს საკითხს – პირადი ცხოვრება და სამუშაო გარემოს ბალანსი. ეს თემა ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ქალებს ყოველთვის გვიჭირს ამის დაცვა, ან მაქსიმალურად ოჯახში ვართ ჩართულები ან მაქსიმალურად სამსახურში. ასევე დღეს დამსწრე საზოგადოებასა და ქალ მეწარმეებს Aramex Georgia გაუკეთებს ძალიან კარგ შეთავაზებასა და ფასდაკლებას. ეს ძალიან საინტერესო და სასიხარულოა ჩემთვის. ასევე  ჩვენი წევრი აუდიტორები და იურისტები აბსოლუტურად უსასყიდლოდ გაუწევენ მომსახურებასა და კონსულტაციებს აქ დამსწრე მეწარმეებს მათთვის საჭირო თემებზე. გარდა ამისა, ჩატარდება ნაშრომების გამოფენა-გაყიდვაც!.“

 

სიმპოზიუმის კიდევ ერთ ორგანოზატორს, ადვოკატს, პროფესორს, “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” გამგეობის თავმჯდომარეს, ნინო ლიპარტიასაც ვესაუბრეთ:

 

სიმპოზიუმი

,,მთავარი ჩვენი სურვილი არის ერთმანეთის მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, მარტი ქალბატონების თვეა და ქალების გაძლიერებას უნდა დავუჭიროთ მხარი. აქ წარმოდგენილია დაახლოებით 130 მეწარმე ქალი და არამხოლოდ ქალი, რომლებიც დღეს მიიღებენ საკმაოდ დიდ ინფორმაციას სხვადასხვა სამართლებრივ, საგადასახადო და ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოემსახურება იმ მიზანს, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი საქმიანობის ფარგლებში, ეს სამართლებრივი და ფინანსური განათლებით მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკული საქმიანობისათვის. აქ იქნება დღეს საუბარი შრომით სამართალზე, რომელიც ყველა მეწარმე სუბიექტს სჭირდება. იქნება საუბარი საგადასახადო კანონმდებლობაზე და შესულ ცვლილებებზე. მოგეხსენებათ , რომ საგადასახადო კანონმდებლობა და რეგულირება ყველა ფინანსისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”

 

ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო მსოფლიო პოზიტიური და ტრანსკულტურული აკადემიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქალთა კლუბის დამფუძნებელი, წარმატების მიღწევის ფსიქოლოგიის ლექტორი, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი, ლალი ბადრიძე:

 

ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 - მედიაჰოლდინგი "შენი" დგას ქართული წარმოების გვერდით

,,თავს აუდიტორიას გავაცნობდი როგორც ლალი ბადრიძე, ადამიანი, რომელსაც წარსულში წარმოებისა და ქალებთან ურთიერთობის გამოცდილებაც აქვს. მიყვარს ეს სიმპოზიუმი, რადგან ძალიან საინტერესო ადამიანების გაცნობა შეიძლება აქ. მართლა ისეთი შემოქმედი ადამიანები არიან დღეს თავმოყრილნი, რომ მერე, როგორც წესი,  არ მთავრდება ხოლმე ეს ურთიერთობები. დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან კარგად დაორგანიზებული და ადამიანებს ეძლევათ საშუალება, რომ თავიაანთი შრომით შექმნილი ნაწარმი გამოიტანონ, გაყიდონ, სხვებმა შევაფასოთ და აღმოვაჩინოთ ახალი ტალანტები.“

 

მედიაჰოლდინგი 《შენი》ასევე ესაუბრა დამსწრე მეწარმე ქალებს, რომელთა პროდუქციაც იყო გამოფენილი:

 

  • ია გარსევანიშვილი:  “მე ვაწარმოებ დეკორატიულ სანთლებსა და ბუნებრივ მინერალებს, ბუნებრივი მინერალების საკმეველ-საკრალურებს. სწორედ ამიტომ ვარ დღეს მეწარმე ქალთა სიმპოზიუმზე, ბილტმორში, სადაც გამოფენილია სხვადასხვა ნამუშევარი. სანთლების კეთების ისტორია მამაჩემთანაა დაკავშირებული, არის რაღაც მისტიური მოვლენები მას შემდეგ და ამიტომ დავიწყე ამ საქმის კეთება.”
  • ნინო ქავთარაძე: “მოგესალმებით, მე ვარ ნინო ქავთარაძე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარიდან. ვარ ლიდერი ქალბატონი, რომელიც აწარმოებს 70-მდე სახეობის ჩირებს, ტყლაპებს, ცუკატებს, შოკოლადიან ჩირებს, საწებლებს, ჯემებს, ბოსტნეულის პასტებს და მათ თან დავამატეთ ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ყველი ჩემი ჩირის გემოებით. მე უკვე მეორედ ვარ ამ ღონისძიებაზე. პირველად ვიყავი შარშან და მომიწვია ქალბატონმა თეამ, რომელიც ჩემი ბიზნესის პირველივე დღიდან გვერდით მიდგას და ყველა მხრივ მეხმარება. აქ იმისთვის ვარ დღეს, რომ ჩემი ნაწარმი უფრო ფართო საზოგადოებამ გაიცნოს და გავხდე ცნობილი. ძალიან კარგი ინფორმაცია მოვისმინე შეხვედრაზე, ძალიან კარგი თემები იყო განხილული და ამისთვის მადლობა ორგანიზატორებს.”
  • ქეთევან ქველაძე:
  • “მე გახლავართ ,,ცეში“-ს დამფუძნებელი. ,,ცეში“ კოლხური მითოლოგიიდან არის და სინათლის ღმერთად არის წოდებული და ამიტომ ავირჩიე ეს სახელწოდება. შევქმენი მასტერკლასები. ასევე ვაწარმოებთ ნაწარმს, რომელიც გამოგვაქვს გამოფენებზე და ვყიდით. დღეს მონაწილეობას ვიღებთ 100 მეწარმე ქალის ღონისძიებაში, რომელიც პოპულარიზაციას უწევს მეწარმე ქალებს. ძალიან მიხარია ეს იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს გარკვეულწილად ინფორმაცია საგადასახადო და სამართლებრივ საკითხებზე.”
  • ნონა ჭყოიძე:
  • “მე ვარ ,,მატა“-ს ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი. ვაწარმოებ როგორც გულსაბნევებს, ასევე ბრელოკებს, ბუნებრივი ქვების აქსესუარებს. ჩემი ყველა ნაკეთობა მზადდება ბუნებრივ, ნატურალურ ტყავზე, რადგან უფრო გამძლე და ხარისხიანი იყოს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან საინტერესო თემები განიხილება ცნობადობის ამაღლების მხრივ. ვფიქრობ, მსგავსი სიმპოზიუმები ხშირად უნდა გაიმართოს, რათა უფრო მეტად აფიშირებულები ვიყოთ ქართველი მეწარმე ქალები.”

მედიაჰოლდინგი 《შენი》დგას ქართული წარმოების გვერდით.

 

ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 - მედიაჰოლდინგი "შენი" დგას ქართული წარმოების გვერდით

ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 - მედიაჰოლდინგი "შენი" დგას ქართული წარმოების გვერდით

 

ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 - მედიაჰოლდინგი "შენი" დგას ქართული წარმოების გვერდით

შენი კალკულატორი – გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

მარტი 25, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

25 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები